აზაროვის ჩაწოდებით გატანილი ავტოგოლი და ირაკლის შეცდომა - "შახტარი" "ალეკსანდრიასთან" 3:4 დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკრაინის პრემიერლიგის მეოთხე ტურში „შახტარი“ გასვლაზე „ალეკსანდრიასთან“ 3:4 დამარცხდა.

მატჩი საშინელ სიცხეში გაიმართა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, როდესაც ირაკლი აზაროვის ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში არტიომ შაბანოვმა ნახტომში თავურით ჩაჭრა. შემდეგ მასპინძლებს მეორე გოლი დმიტრო კრისკივმა გაუტანა. 37-ე წუთზე აზაროვმა კარის წინ გათამაშებული ბურთისას, მოწინააღმდეგის პრესინგისას, შეცდომა დაუშვა და ალეკსანდრ ფილიპოვმა ანგარიში შეამცირა. მერე „ალეკსანდრიამ“ კიდევ სამი გოლი გაიტანა და 4:2 დაწინაურდა. შეტევის გასაძლიერებლად აზაროვი 64-ე წუთზე ეგინალდუთი შეცვალეს, რომლის პასით კომპენსირებულ დროში პედრინიომ გაიტანა.

დონეცკურმა გუნდმა ჩემპიონატზე პირველ ოთხ მატჩში ორი
მარცხი განიცადა (მთელ გასულ სეზონში მხოლოდ სამჯერ წააგო) და 1-ელ სექტემბერს კრივოი როგში „კრივბასს“ დაუპირისპირდება.

ალეკსანდრია. „CSC Nika“
ალეკსანდრია - შახტარი 4:3
გოლები: 0:1 შაბანოვი (16, საკ. კარში), 0:2 კრისკივი (25), 1:2 ფილიპოვი (37), 2:2 კალიუჟნი (41), 3:2 ფილიპოვი (48, პენ), 4:2 ფილიპოვი (57), 4:3 პედრინიო (90+5)

მკითხველის კომენტარები / 3 /
იიი ვინც მის ნაცვლად ყავდა შენგელია და ლოჩოშვილი ხომ გლეჯებ ბადეებს.დდდდ არ წიტაიშვილი, ეგ მარცხნიც არ თამაშობს გრანადაში და მაგიტომ იყო კარგი, მარცხენა მცველად აზაროვზე უარესია.
....-s
19:01 24-08-2024
1
იიიიი აზაროვი რატომ არ წაიყვანეს ევროპაზე
....
18:45 24-08-2024
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული