ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" "დერბის" თამაში შემოუტრიალა და თანალიდერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონშიფის მესამე ტურში „უოტფორდმა“ სახლში „დერბის“ 2:1 სძლია.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და 45-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ქართველის გარჯა ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: flashscore 7.2, sofascore 6.8, whoscored 6.6.

„უოტფორდი“ 9 ქულით „სანდერლენდთან“ ერთად ლიდერია, 27 აგვისტოს ლიგის თასზე „პლიმუთს“ მიიღებს, 1-ელ სექტემბერს კი ჩემპიონატზე შეფილდში „იუნაიტედს“ დაუპირისპირდება.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - დერბი 2:1
გოლები: 0:1 ადამსი (2), 1:1 ბაიო (31), 2:1 სისოკო (76)

altმატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ჩაკვეტაძე ტურის სიმბოლურში შეიყვანეს

მკითხველის კომენტარები / 13 /
ისეთი მომნტი ჩანს, აქ ალბათ კოჭახრის ღრძობასთან უნდა გვქონდეს საქმე.
ჟორა
20:55 14-09-2024
0
სამწუხაროა, მაგრამ ჩამოჩაცული გეტრების თამაში ქართველი ფეხბურთელების თვისებად იქცა... არადა, ამ დროს უსაფრთხოება ნაკლებად არის დაცული!!! ბავშვობიდან უნდა მივაჩვიოთ ფეხბურთელები სრული ამუნიციით თამაშს!!!
tngh
16:50 25-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული