კონტე: "კვარა" ძალიან ძლიერია - ვარჯიშებზე ბევრს მუშაობს

AutoSharing Option
"ბოლონიას" 3:0 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე, "ნაპოლის" მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია შეაქო:

"დი ლორენცო და "კვარა" განსაკუთრებულები იყვნენ, მათი წყალობით ბევრი მომენტი შევქმენით. "კვარას" გამო გახარებული ვარ, ერთი-ერთზე თამაშისას ძალიან ძლიერია. კმაყოფილი ვარ, ვარჯიშებზე ბევრს მუშაობს და შრომა ნაყოფს იძლევა".

კონტემ რომელუ ლუკაკუს დამატებაზე დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ ერთი სული აქვს, როდის დასრულდება სატრანსფერო ფანჯარა, ვინაიდან არავინ იცის, ვინ დარჩება და ვინ წავა, ლუკაკუს შესახებ კი კონტრაქტის ოფიციალურად გაფორმებამდე არაფერს იტყვის.

მისი თქმით, "ვერონასთან" განცდილი მარცხის მერე
გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, გამოსასწორებელი კიდევ ბევრი აქვთ და ახლა "პარმასთან" მომავალ შეხვედრაზე ფიქრობენ.

altკვარაცხელია: შვილის შეძენამ უზარმაზარი ენერგია შემძინა - კიდევ ბევრ სიამოვნებას მივიღებთ

altჩინებულია - როგორი შეფასებები მიიღო "კვარამ"?

altკვარაცხელიას გოლი და ბრწყინვალე საგოლე გადაცემა - "ნაპოლიმ" "ბოლონიას" სძლია [VIDEO]

altასისტის შემდეგ გოლიც - ხვიჩა კვარაცხელიამ "ბოლონიას" გაუტანა [VIDEO]

altხვიჩამ დი ლორენცოს პასი დაუხატა - პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "ბოლონიას" 1:0 ამარცხებს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
არ ვიცი,მგონი არ მეჩვენება,ხვიჩას წონა აქვს დაკლებული,შარშანდელთან შედარებით.წინა სეზონში,უფრო მასიური მახსოვს.კონტეს ვარჯიშებმა,შედეგის მოტანა უკვე დაიწყო.პირველი ტურისაგან განსხვავებით,გუნდი უფრო მსუბუქი მომეჩვენა.იმ მძიმე დატვირთვებიდან გამოდიან.თამაშში კი,დიაგონალური პასებიც გაიხსენეს.ეს წინა თამაშშიც იყო და წუხელაც.მაძოკი ძალიან მომეწონა.თამამად იღებს თამაშს საკუთარ თავზე და დრიბლინგიც მშვენიერი აქვს.ორიოდე წელიწადში,მისგან იტალიის ნაკრების ფეხბურთელი დადგება.ბონჯორნოს გამოჩენამ,გუნდს დაცვის სტაბილურობის შეგრძნება მისცა და წინაც უფრო თამამად მიდიან.რა თქმა უნდა ჯერ კიდევ ბევრი რამეა დასალაგებელი,ბევრია წუნი,მაგრამ თამაშის რა მოდელსაც კონტე გვთავაზობს,ჩემთვის ცოტა მოულოდნელი,მაგრამ ძალიანაც მოსაწონია.კვარაზე ბევრიც არაფერია სათქმელი.ბრწყინვალე იყო!
სოსო
11:19 26-08-2024
0
ამ თამაშში ძველი თავდაჯერებული კვარა ვიხილე, საჯარიმოში სიტუაციის ბატონ-პატრონად თვლიდა თავს და არ ჰქონდა ნაჩქარევი გადაწყვეტილებები მაინცდამაინც უდარით დაერტყა კარში. მიუხედავად ასეთი ანგარიშით მოგებისა, იყო უამრავი ტექნიკური წუნი, ბურთის მიწოდება-მიღების დროს. გუნდის თამაში მაქსიმუმ 6,0-ს იმსახურებდა.
ჟორა გაბრიჭიძე
09:47 26-08-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული