"ბოლონიას" 3:0 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე, "ნაპოლის" მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია შეაქო:
"დი ლორენცო და "კვარა" განსაკუთრებულები იყვნენ, მათი წყალობით ბევრი მომენტი შევქმენით. "კვარას" გამო გახარებული ვარ, ერთი-ერთზე თამაშისას ძალიან ძლიერია. კმაყოფილი ვარ, ვარჯიშებზე ბევრს მუშაობს და შრომა ნაყოფს იძლევა".
კონტემ რომელუ ლუკაკუს დამატებაზე დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ ერთი სული აქვს, როდის დასრულდება სატრანსფერო ფანჯარა, ვინაიდან არავინ იცის, ვინ დარჩება და ვინ წავა, ლუკაკუს შესახებ კი კონტრაქტის ოფიციალურად გაფორმებამდე არაფერს იტყვის.
მისი თქმით, "ვერონასთან" განცდილი მარცხის მერე
გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, გამოსასწორებელი კიდევ ბევრი აქვთ და ახლა "პარმასთან" მომავალ შეხვედრაზე ფიქრობენ.
კვარაცხელია: შვილის შეძენამ უზარმაზარი ენერგია შემძინა - კიდევ ბევრ სიამოვნებას მივიღებთ
ჩინებულია - როგორი შეფასებები მიიღო "კვარამ"?
კვარაცხელიას გოლი და ბრწყინვალე საგოლე გადაცემა - "ნაპოლიმ" "ბოლონიას" სძლია [VIDEO]
ასისტის შემდეგ გოლიც - ხვიჩა კვარაცხელიამ "ბოლონიას" გაუტანა [VIDEO]
ხვიჩამ დი ლორენცოს პასი დაუხატა - პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "ბოლონიას" 1:0 ამარცხებს [VIDEO]