კონტე: "კვარა" ძალიან ძლიერია - ვარჯიშებზე ბევრს მუშაობს

AutoSharing Option
"ბოლონიას" 3:0 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე, "ნაპოლის" მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია შეაქო:

"დი ლორენცო და "კვარა" განსაკუთრებულები იყვნენ, მათი წყალობით ბევრი მომენტი შევქმენით. "კვარას" გამო გახარებული ვარ, ერთი-ერთზე თამაშისას ძალიან ძლიერია. კმაყოფილი ვარ, ვარჯიშებზე ბევრს მუშაობს და შრომა ნაყოფს იძლევა".

კონტემ რომელუ ლუკაკუს დამატებაზე დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ ერთი სული აქვს, როდის დასრულდება სატრანსფერო ფანჯარა, ვინაიდან არავინ იცის, ვინ დარჩება და ვინ წავა, ლუკაკუს შესახებ კი კონტრაქტის ოფიციალურად გაფორმებამდე არაფერს იტყვის.

მისი თქმით, "ვერონასთან" განცდილი მარცხის მერე
გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, გამოსასწორებელი კიდევ ბევრი აქვთ და ახლა "პარმასთან" მომავალ შეხვედრაზე ფიქრობენ.

altკვარაცხელია: შვილის შეძენამ უზარმაზარი ენერგია შემძინა - კიდევ ბევრ სიამოვნებას მივიღებთ

altჩინებულია - როგორი შეფასებები მიიღო "კვარამ"?

altკვარაცხელიას გოლი და ბრწყინვალე საგოლე გადაცემა - "ნაპოლიმ" "ბოლონიას" სძლია [VIDEO]

altასისტის შემდეგ გოლიც - ხვიჩა კვარაცხელიამ "ბოლონიას" გაუტანა [VIDEO]

altხვიჩამ დი ლორენცოს პასი დაუხატა - პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "ბოლონიას" 1:0 ამარცხებს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
შვილის შეძენამ მართლაც ფრთები შეასხა ჩვენს კვარას.ღმერთმა ბევრი შვილი მისცეს და მშვიდობით გაუზარდოს.მაგრამ შვილი ყოველი თამაშის წინ ხომ არ შეეძინება.ისე არ გამოვიდეს,ჯოტია ცაავა დურუ ხუნჭუას შეგინებაზე რომ იღგნებოდა მარტო მაგალითად
ჯუდო
08:23 26-08-2024
13
ამ თამაშში ძველი თავდაჯერებული კვარა ვიხილე, საჯარიმოში სიტუაციის ბატონ-პატრონად თვლიდა თავს და არ ჰქონდა ნაჩქარევი გადაწყვეტილებები მაინცდამაინც უდარით დაერტყა კარში. მიუხედავად ასეთი ანგარიშით მოგებისა, იყო უამრავი ტექნიკური წუნი, ბურთის მიწოდება-მიღების დროს. გუნდის თამაში მაქსიმუმ 6,0-ს იმსახურებდა.
ჟორა გაბრიჭიძე
09:47 26-08-2024
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული