"ხვიჩა "გაქრობის" საშიშროების პირას მყოფი შემოქმედთაგანი - მოქანდაკე, პოეტი და დიდოსტატი ქართველი" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
Tutto Napoli-ს ვიცე-დირექტორმა არტურო მინერვინიმ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას დიდი გულშემატკივარი და მისი ნიჭის თაყვანისმცემელია, „ნაპოლის“ „ბოლონიასთან“ გამარჯვებას ლამაზი ჩანახატი მიუძღვნა და ქართველი შეაქო. გთავაზობთ ამონარიდს:

კვარაცხელია აღაფრთოვანებს, დი ლორენცო მოქმედებაშია, ეს კონტეს ნეაპოლში „მარადონაზე“ გამარჯვების პირველი ჯადოსნური ღამეა

„ეს „კვარას“ ერთ-ერთი შედეგიანი გადაცემაა, რომელსაც მატჩის მიმდინარეობასთან საერთო არაფერი არ აქვს და მისგან დამოუკიდებელ სიუჟეტს წარმოადგენს. ეს დი ლორენცოსთვის ღამით ვარსკვლავის ვარდნას ჰგავს, კაპიტნის ფეხებთან ეშვება, ვითარცა ზემოდან ღმერთების მოვლენილი საჩუქარი და სურვილის ასრულება. ეს იყო საჰაერო ბურთის დაშვება იქ, სადაც
მომენტის სტარტისას, მხატვრის წინასწარი ხედვის გარდა, ჯერ არაფერიც არ ჩანდა. მოქანდაკის მსგავსად, რომელიც წარმოიდგენს თავის ნამუშევრებს მარმარილოში, პოეტი, რომელიც ხედავს სუფთა ფურცელს და იქ თავის ლექსებს კითხულობს, როგორც ამზადებს კულინარი პარმეზანს. როგორც ძველი ელინები იტყოდნენ, ეს მომავალში შორსმჭვრეტელი და კეთილი მზერაა - „კვარას“ მზერა იმისა, თუ რა მოხდება. ქართველი პიესის ასეთი დასასრულის გარანტიაა, მხოლოდ ლოდინი უნდა შეგეძლოს.

ეს გახლდათ შვილისთვის მიძღვნილი საჩუქარი. დამიანეს დაბადებაზე დასასწრებად საქართველოში გაფრენიდან ნეაპოლში „ბოლონიასთან“ ტირანის როლში გამოცხადებამდე, სადაც აბსოლუტური დომინანტური თამაშით მეტოქის დაცვა წალეკა: ხარიხა, საგოლე პასი ზეციდან, რაც მისი გუნდისთვის „ვალკირიას“ ფინალურ სცენას მოგაგონებთ. როდესაც ხედავთ მას ღია ველში, როდესაც ხედავთ მას სრუტეში, როდესაც ხედავთ, როგორ ესხმის თავს მოწინააღმდეგეებს, მაშინვე ხვდებით, რომ მოვლენასთან გაქვთ საქმე, რომელიც დაცვას და გაფრთხილებას საჭიროებს, როგორც "გაქრობის" საშიშროების პირას მყოფი შემოქმედთაგანი. ასეთები არიან ფეხბურთის დიდოსტატები, ასეთია დაბადებიდან ქართველი. მილოცვა და საუკეთესო სურვილები „კვარასა“ და მის შვილს".

მკითხველის კომენტარები / 16 /
საღოლ არტუროს, სტატიის წერის
უმაღლესი პილოტაჟი და მასტერკლასი აჩვენა! კაცს ეტყობა, რომ აზროვნებს და იმპროვიზაციის დიდი უნარი გააჩნია, სხვანაირად ასეთ სიტყვათა ლამაზ წყობას ვერც მოიფიქრებდა და ვერც გადმოცემდა. ნამდვილად ბევრი აქვს სასწავლი ქართველ ჟურნალისტებს, რომელთა სტატიები, უმეტესწილად ძალიან ერთფეროვანი და მძიმე წასაკითხია...
მარადონა
10:58 30-08-2024
0
კარგად აქვს განცდილი და აღწერილი ხვიჩას ფენომენის მნიშვნელობა ფეხბურთში. მაგ იტალიელს გაუკვირდებოდა თუ გაიგებდა რომ იტალიას ვინ ჩივის, თავის ქვეყანაშივე არიან მისი 'გაქრობის' მოსურნეები)))
გიორგი
16:39 27-08-2024
1

სიახლეები პოპულარული