5 მილიონი ევრო და ბონუსები - "ნაპოლის" საბოლოო შეთავაზება ხვიჩა კვარაცხელიას

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტი შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას Corriere del Mezzogiorno ავრცელებს.

მოგეხსენებათ, სერია A-ს მეორე ტურში "ნაპოლისა" და "ბოლონიას" მატჩს ქართველის აგენტი მამუკა ჯუღელი დაესწრო, იტალიურ მედიაში კი მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართებოდა.

წყაროს ცნობით, "პარტენოპეი" ხვიჩას 5-წლიან კონტრაქტს, ანაზღაურების სახით კი 5 მილიონ ევროსა და ბონუსებს სთავაზობს. ჯერჯერობით უცნობია, ჩაიდება თუ არა ახალ ხელშეკრულებაში გამოსყიდვის პუნქტი.

შეგახსენებთ, ხვიჩას ნეაპოლელებთან მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება.

alt"ხვიჩა "გაქრობის" საშიშროების პირას მყოფი შემოქმედთაგანი - მოქანდაკე,

პოეტი და დიდოსტატი ქართველი" - იტალიელი ჟურნალისტი

alt"კვარა" "ნაპოლის" მარადონას ძალით ამოძრავებდა, ტექნიკური ზღვარი არ გააჩნია, მაგრამ... - იტალიური მედია ხვიჩას თამაშზე

altგამარჯვება, რომელიც კვარაცხელიას დაემყარა! - კონტეს პარალელები საქართველოს ნაკრებთან და რა უნდა ვუსურვოთ ხვიჩას...

მკითხველის კომენტარები / 31 /
იცით მარადონას შვილმა რა სიტყვები დაწერა კვარაზე? "ფენომენი", "გენიოსი","მარსიანელი"ო.
აი ქართველებს კი უტყდებათ და ეუხრხულებათ ამ სიტყვების თქმა. იქნებ მიზეზი საკუთარ თავებში მოვიძიოთ ყველამ, ზოგ ახალგაზრდას იმიტომ გვეუხერხულება, რომ ვინმე დივანზე წამოწოლილი მუტრუკი დაგვიჰაჰავებს ან შეურაცხყოფას მოგვაყენებდ, იიი არსად დაგეკარგოთ და მსგავსი ეპითეტებით შეგვამკობენ, ზოგს პირადი ბოღმა ამოძრავებს და ნებისმიერ ბურთის გამგორებელს შეაქებს მის ჯიბრზე, ოღონ კვარაცხელიაზე არ წამოსცდეს დადებითი და ვინმე ჭ კლასის ფეხბურთელს დააყენებს მასზე მაღლა, ზოგიერთს კი უტყდება და არ ჰგონია თუ კი შეიძლება ქართველი მსოფლიო დონის იყოს და გაუთანაბრდეს იმ დიდ ფეხბურთელებს, ვინც თავის დროზე მაღალ პედრსტალებზე თავადვე შემოასკუპა.
მხოლოდ თავისუფალ ადამიანს არ ერიდება თავისი ემოციების და აღფრთოვანების გამოხატვა. როცა სხვისი ნიჭით უსაზღვრო აღფრთოვანება შეგიძლია ესე იგი თავისუფალი ადამიანი ხარ.
ასე რომ ნუ ვაკომპლექსებთ ერთმანეთს. ადამიანს იმის უფლებაც აქვს, კვარაცხელიას მაგარ ფეხბურთელად არ თვლიდეს გულწრფელად, მაგრამ ვისაც გვიყვარს, გვიხარია და ვტკბებით მისი გამოჩენიდან დღემდე მისი თამაშით, იმათ მაინც დაგვაცადონ.
რამდენი ცუდი მომენტიც არ უნდა დაუდგეს კარიერაში, ნამდვილი გულშემატკივარი სულ მის გვერდით ვიქნებით. რა მნიშვნელობა აქვს ვინაა მისი ჰეითერი.
ხვიჩას ვურჩევდი, მხოლოდ იმაზე გააკეთოს აქცენტი რამდენი ადამიანი აფასებს და არა იმაზე, რამდენი ჰეითერი ჰყავს. ზუსტად ეგაა ვარსკვლავობის საფასური, რაც უფრო მაღლა ადიხარ მით უფრო მეტს ეზიზღები.
იმედია ამას მალე გაითავისებს და არც მიუშვებს ბოროტულ კომენტარებს ახლოს.
Skeleton
13:50 28-08-2024
1
მე ის მიკვირს რატო ნერვიულობთო რო წერენ. ბიჯო ფულის რაოდენობა კი არ გვაბრაზებს, ჩევნიანის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაა საწყენი. აბა ოსიმენს ჰქონდეს 4 მილიონი და ხვიჩას, თუნდაც 3.5, ხმას არ ამოვიღებდი მე პირადად, არადა ნიგერიელზე მეტი ეკუთვნის
ლადო
12:08 28-08-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული