არის თუ რა ეს კონტრაქტი? - მამარდაშვილი "ლივერპულის" ფეხბურთელია!

AutoSharing Option
"ლივერპული" თავისი ოფიციალური საიტით "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილთან კონტრაქტის გაფორმებს იტყობინება. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ქართველის მიერ დადებული ხელშეკრულება ექვსწლიანია.

"ლივერპულმა" მამარდაშვილი 30+5 მილიონ ევროდ შეიძინა და იჯარით ესპანურ გუნდში დატოვა, მერსისიდელთა რიგებში კი 2025 წლის ზაფხულში სამუშაო ვიზის მიღების შემდეგ გადავა.

ეს ქართველი ფეხბურთელების ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.

გუშინ გიორგიმ ვალენსიაში "ლივერპულისთვის" სამედიცინო შემოწმება გაიარა და მომავალი გუნდის ფორმაში გადაღებული მისი პირველი სურათი Liverpool News | Empire of the Kop-მა გამოაქვეყნა, რომელიც სალვა გომისმა გა
დაუღო.

მკითხველის კომენტარები / 4 /
კეთილები...ჩვენც გევიმართებით))) ვაა გიო რა ბიჭი ხარ შენ საამაყო რა გრანდი ამოწიე ეს გარდა ტრანსფერისა დიდი მნიშვნელობის მოვლენაა ქართული ფეხბურთისთვის!! აქ არაა 3 მილიონიან ტრანსფერზე ეს არის 35 მილიონიანი და კაცში რომელსაც წელს არ გამოიყენებს,როგორ მუღამში იყვნენ რო გაისად მათი კარი დაგეცვა რომ ესეთი ნაბიჯი გადადგეს!! ჩაკვეც თუ შემოგიერთდა ხო ფანტასტიკური იქნება! ვულოცავ ყველა ქომაგს ჩვენი ბიჭის გრანდანდე ასვლას,ეს ერთი და სხვებს გაუკვალავ იმედია გზას !!
მირო+
01:34 28-08-2024
0
კვარაცხელიაც რომ დაიმატოს ლივერპულმა იქნება უმაგრესი, მარცხენა ვინგერად ვერც გაკპო და ვერც დიასი ვერ ჯობია ჩვენსას
ვახტანგი
00:34 28-08-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული