"ლივერპული" თავისი ოფიციალური საიტით "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილთან კონტრაქტის გაფორმებას იტყობინება. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ქართველის მიერ დადებული ხელშეკრულება ექვსწლიანია.
"ლივერპულმა" მამარდაშვილი 30+5 მილიონ ევროდ შეიძინა და იჯარით ესპანურ გუნდში დატოვა, მერსისაიდელთა რიგებში კი 2025 წლის ზაფხულში სამუშაო ვიზის მიღების შემდეგ გადავა.
ეს ქართველი ფეხბურთელების ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.
გუშინ გიორგიმ ვალენსიაში "ლივერპულისთვის" სამედიცინო შემოწმება გაიარა და მომავალი გუნდის ფორმაში გადაღებული მისი პირველი სურათი Liverpool News | Empire of the Kop-მა გამოაქვეყნა, რომელიც სალვა გომისმა გა
დაუღო.
Დაიწყებთ ხოლმე ვიღაცა ბარსას უნდა,რეალს უნდა,სიტის უნდა,პსჟ-ს უნდა...ვისაც უნდოდა და ვინც უნდოდა იყიდა კიდეც!!! Მამარდა გახდება მსოფლოს საუკეთესო მეკარე.
Და კიდევ მჩხავანა კატა თაგვს ვერ იჭერს!
მეგობრებო, ნება მიბოძეთ, გაგახსენოთ დაუვიწყარი ამინდი და მატჩი:
თბილისის ,,დინამო"- ლივერპული
3 - 0
ეეჰ, რა დრო იყო... ნეტავ განმეორდეს...