ქოჩორაშვილი მამარდაშვილის გუნდში შეიძლება გადავიდეს

AutoSharing Option
SER Deportivos Valencia იტყობინება, რომ "ლევანტეს" ქართველი ლეგიონერი გიორგი ქოჩორაშვილი შეიძლება "ვალენსიაში" გადავიდეს, რომლის ღირსებასაც გაისამდე გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.

პორტუგალიელი აგენტი ჟორჟე მენდეში "ვალენსიას" შემტევების, ანდრე ალმეიდას და ხავი გერას ტრანსფერების გაჩარხვას ცდილობს და თუ ეს მოახერხა, მაშინ "ღამურები" "ლევანტეს" ნახევარმცველების, ქოჩორაშვილის და პაბლო მარტინესის დამატებას შეეცდებიან.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქოჩორაშვილით "ესპანიოლი", "ტორინო" და "ლაციო" იყვნენ დაინტერესებული.

alt"თუ ჩვენთან დარჩება, გამიხარდება, მაგრამ..."- ქოჩორაშვილის მწვრთნელმა ქართველის მომავალზე ისაუბრა

 

altდასახელდა ლა ლიგის გუნდები, რომლებიც ქოჩორაშვილის დამატებით ინტერესდებიან - ქართველს შესაძლოა,

"ბარსელონასთან" დიდი ჯახი მოუწიოს



მკითხველის კომენტარები / 11 /
ქოჩორა ბევრ ტოპ ლიგის გუნდებს გამოადგება თავის შემართებით და ფიზიკური მონაცემებით. ამ ბიჭის ფანი გავხდი და მინდა კარგ გუნდში მოხვდეს. ლაციო უკეთესი იქნებოდა მარა ვალენსიასაც არ უშავრს პრობლემების მიუხედავად. არ მგონია ვალენსია გავარდეს, სეზონის მსვლელობაში გამოასწორებს თამაშს და შედეგს. ჩვენი მამარდა ისევაც მოუტანს ქულებს ვალენსიას.
G.LA
23:56 29-08-2024
1
კაშიას გუნდი, რომ გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე, კლუბის ისტორიაში პირველად.. ეგება ამაზე დაწეროთ ცოტა, ჭორებით რომ ხართ დაკავებული
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული