გოჩოლეიშვილს ბრიტანეთის ვიზა არ მისცეს - "კოპენჰაგენი" კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში „კოპენჰაგენი“ გასვლაზე, ხელოვნურსაფარიან მოედანზე „კილმარნოკს“ დაუზავდა - 1:1.

პირველი შეხვედრა დანიურ გუნდს 2:0 ჰქონდა მოგებული და ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

copenhagensundays ცნობით, სტუმართა გუნდის მცველმა გიორგი გოჩოლეიშვილმა დიდი ბრიტანეთის ვიზა ვერ მიიღო და შოტლანდიაში ვერ გაემგზავრა.

კილმარნოკი. „რაგბი პარკი“
კილმარნოკი - კოპენჰაგენი 1:1
გოლები: 1:0 უოტკინსი (16), 1:1 მაიო (67, საკ. კარში)

altგოჩოლეიშვილი შეცვალეს - "კოპენჰაგენმა" "ნორდსიელანდთან" მარცხი განიცადა

მკითხველის კომენტარები / 3 /
რატომ?
რრრ
01:32 30-08-2024
1
მარაზმი! ევროპული ბიუროკრატია თავის კანონმდებლობით! აქ რუსეთუმეობა და ქოც-ნაცობა არავინ დამაბრალოს, ვინც არ დაიშლის წინასწარ მოკითხვა მათი გულითსაყვარლების. მარაზმი..
თომა
01:24 30-08-2024
1

სიახლეები პოპულარული