ხვიჩა ახალ სამეულში და მაჩვენებელი, რითაც ის მხოლოდ მბაპეს ჩამორჩება - ტოპლიგებში მიქაუტაძე იწყებს...

AutoSharing Option
გიორგი მიქაუტაძესა და მის გუნდს "პარკ ოლიმპიკ ლიონზე" (59 186 მაყურებელი) ზედიზედ მეორე თამაშით საფრანგეთის ჩემპიონატის მესამე ტურის გახსნის შესაძლებლობა პარასკევს (22:45 თბილისის დრო) მიეცათ - "ლიონი" "სტრასბურგის" წინააღმდეგ. პარასკევსვე (21:00 სთ) გიორგი წიტაიშვილის "გრანადა" VS "უესკა". კარგად ათამაშებული და ტრანსფერებით გაძლიერებული "ნაპოლი" შაბათს, 31 აგვისტოს, ითამაშებს. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდიც კვლავ შინ, "სტადიო მარადონაზე" (54 726), ამჯერად "პარმას" დაუპირისპირდება.

ანტონიო კონტეს მოსვლამ მართლაც სერიოზული ოპტიმიზმი გააჩინა, მაგრამ პირველმა ტურმა კატასტროფულად ჩაიარა. ნეაპოლელებმა მეორეში გაიმარჯვეს და 7 აპრილიდან მოყოლებული, ჩემპიონატში ეს
პირველად შეძლეს - 8 შეხვედრის შემდეგ.

რომელუ ლუკაკუ უკვე აქაა. "ბოლონიასთან" დავიდ ნერეშიც კარგად შევიდა, ეს კი "კვარასთან" ერთად ახალ და მძლავ სამეულს უნდა ნიშნავდეს. ან სეზონი იწყება ადრე და ანაც ტრანსფერები სრულდება გვიან, გუნდები ნელ-ნელა ყალიბდებიან. "იუვენტუსის" მაგალითიც ამას ადასტურებს. შოტლანდიელი სკოტ მაკტომინეი ის ნახევარმცველია, რომელმაც "ნაპოლის" დაკომპლექტება უნდა დაასრულოს. შუღლს არ ვაღვივებთ, უბრალოდ შეგახსენეთ, რომ საქართველოსა და შოტლანდიის მატჩის შემდეგ სკოტმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების საქციელს "სირცხვილი" უწოდა, რადგან ტრავმებს იგონებდნენო...

კვარაცხელიამ "ნაპოლის" ოპტიმიზმი დაუბრუნა...

Sportall.Ge

"მარადონაზე" ჩატარებული ბოლო 9 შეხვედრიდან "პარმამ" ოთხი მოიგო. ეს გუნდები ფრეს იშვიათად თამაშობენ და ბოლო 17 დაპირისპირებაში ასეთი მხოლოდ ერთხელ, 2015 წელს (2:2) მოხდა. მათი ბოლო მატჩი 2021 წლის 31 იანვარს შედგა. მატეო პოლიტანო მინდორზე 62-ე წუთზე შევიდა, ათ წუთში საბოლოო ანგარიში (2:0) დააფიქსირა, თავად კი ყველაზე მაღალი შეფასება (8.2) მიიღო. ვინც ახლა შეიძლება ითამაშოს, ასეთი მაშინ კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცოც იყო, მარიო რუი კი შეგვიძლია უკვე ახალ გუნდში მოვიაზროთ. პარმელთა რიგებში მცველი ოსორიო, ნახევარმცველები ჰერმანი, სირმიანი და სომი, ისევე, როგორც ფორვარდები მანი და მიჰაილა, კვლავ აქ გამოდიან. კვარაცხელია ერთ დროს სახელოვან "პარმას" პირველად დაუპირისპირდება.

ფაბიო პეკიას გუნდმა სერია "ა" მშვენივრად დაიწყო, "მილანის" (2:1) დამარცხებაც შეძლო და 2003 წლის შემდეგ პირველად შეუძლიათ, სამი მატჩი წაუგებლად განვლონ.

ხვიჩა გასულ ტურში შეუდარებელი იყო. 77-ე ნომერმა, 2022-23 წლების სეზონიდან მოყოლებული, უკვე რვა შეხვედრაში მოახერხა, გაეტანა და თან საგოლე პასი შეესრულებინა. ტოპლიგებში ამაზე კარგი შედეგი მხოლოდ კილიან მბაპეს აქვს.

მთავარი მსაჯი მონცელი პარიდე ტრემოლადა იქნება, რომელიც "ნაპოლის" მატჩში ბოლოს მეოთხე სათადარიგო არბიტრი იყო.

გიორგი ჩაკვეტაძე 25 წლის გახდა, "უოტფორდი" კი კარგ ფორმაშია...

Sportall.Ge

ქართველები შაბათს:

იტალია, სერია "ა", 20:30 სთ

ბოლონია - ემპოლი (გოგლიჩიძე/საზონოვი).

ავსტრია, ბუნდესლიგა, 21:30

შტურმი (კიტეიშვილი) - "ტიროლი";

ესპანეთი, ლა ლიგა, 23:30

ვალენსია (მამარდაშვილი) - ვილიარეალი.

კვირა, 1-ელი სექტემბერი:

გერმანია, მე-2 ბუნდესლიგა, 15:30 სთ

ბრაუნშვაიგი - კარლსრუე (ზივზივაძე);

ინგლისი, ჩემპიონშიპი, 18:00

შეფილდი - უოტფორდი (ჩაკვეტაძე).

altგამარჯვება, რომელიც კვარაცხელიას დაემყარა! - კონტეს პარალელები საქართველოს ნაკრებთან და რა უნდა ვუსურვოთ ხვიჩას...

altკონტე: ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში კვარაცხელია გვყავს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული