მიქაუტაძის გამოუყენებელი მომენტები და "ლიონის" საოცარი ქამბექი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის მესამე ტურში „ლიონმა“ საკუთარ მოედანზე „სტრასბურგი“ 4:3 დაამარცხა.

თამაში ძალიან ლამაზი სანახავი გამოვიდა. სტუმრები დებიუტში სწრაფი კონტრიერიშისას დაწინაურდნენ - მატას შეცდომის შედეგად პერის კარი ნანასიმ დალაშქრა. მასპინძლებმა დიდი ძალებით შეუტიეს, რომელთა რიგებში მიქაუტაძე აქტიურობდა. მან სამჯერ ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა პარტნიორები, შემდეგ კი დუემ წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო. „სტრასბურგს“ მალე ანგარიშის გაზრდა შეეძლო, მაგრამ პირისპირ გასულ ემეგას პერიმ არ გაატანინა. 23-ე წუთზე გიორგი საჯარიმოში შევიდა, დაარტყა კიდეც და მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა მეკარე იუნსონი. შვედმა მეკარემ ცოტა ხანში ახლო
მანძილიდან მატიჩის თავური მოიგერია. პირველი ტაიმის დასასრულს ქართველმა კიდევ ორი მომენტი ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ ტოლისომ გამოიყენა და თანაფარდობა რიკოშეტით აღადგინა.

შესვენების მერე „სტრასბურგი“ ინიციატივას დაეუფლა, ორი გოლი გაიტანა და 3:1 გავიდა წინ. მიქაუტაძე მე-60 წუთზე შეცვალეს. „ოლიმპიკი“ შტურმზე გადავიდა, მეიტლენს-ნაილზმა ერთი გაიტანა, შეცვლაზე შესულმა ორბანმა დუბლი შეასრულა და საჟის გუნდმა ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

შემდეგ შეხვედრას „ლიონი“ 14 სექტემბერს გასვლაზე „ლანსთან“ ჩაატარებს.

ლიონი. „გრუპამა სტადიუმი“
ლიონი - სტრასბურგი  4:3
გოლები“ 0:1 ნანასი (3), 1:1 ტოლისო (42), 1:2 სანტოსი (48), 1:3 ემეგა (58), 2:3 მეიტლენდ-ნაილზი (61), 3:3 ორბანი (63), 4:3 ორბანი (72)

altზაჰა მიქაუტაძის თანაგუნდელი გახდება - "გალათასარაი" და "ლიონი" შეთანხმდნენ

მკითხველის კომენტარები / 6 /
ახალ კლუბში ადაპტაციისათვის,დაახლებით ერთი,ერთნახევარი თვე სჭირდება ხოლმე,გიორგის.მერე კი ვეღარ აჩერებენ.აქაც ასე იქნება,თუ ენდობიან და დააცადეს.
სოსო
02:19 31-08-2024
1
ბილი გილმური ნაპოლის ფეხბურთელია
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული