ზურიკოს "სენტ-ეტიენი" "ბრესტთან" უშანსოდ დამარცხდა

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მესამე ტურში „სენტ-ეტიენი“ გასვლაზე „ბრესტთან“ 0:4 დამარცხდა.

ჩემპიონთა ლიგაზე გასულ მაპინძელთა გუნდს ქვეყნის პირველობაზე პირველი ორი მატჩი წაგებული ჰქონდა, თავიდანვე შეუტია და კამარამ თავურით დააწინაურა. შემდეგ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ხელზე სტუმართა ნახევრმცველ ფომბას მოხვდა და დელ კასტილიომ პენალტი გამოიყენა. მეორე ტაიმში „სენტ-ეტიენი“ უშედეგო იერიშებზე გადავიდა და კიდევ ერთი გოლი გაუშვა - საჯარიმოდან ლალას დარტყმული ბურთი მეკარე ლარსონერმა ხელში ვერ შეიმაგრა და დამატებაზე აჟორკმა ყველას დაასწრო. მერე თერთმეტმეტრიანი ლალამ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა
შეუცვლელად ითამაშა. მისი გარჯა ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: flashscore 6.3, sofascore 6.3, whoscored 6.2.

„სენტ-ეტიენმა“ მესამე შეხვედრაც წააგო, ჯერ გოლი არ გაუტანია და 14 სექტემბერს „ლილს“ მიიღებს.

ბრესტი. „სტად ფრანსის ლე ბლე“
ბრესტი - სენტ-ეტიენი 4:0
გოლები: 1:0 კამარა (10), 2:0 დელ კასტილიო (32), 3:0 აჟორკი (77), 4:0 ლალა (84, პენ)

altდავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" ისე წააგო და უგოლოდ და უქულოდაა

მკითხველის კომენტარები / 3 /
ამის ფაფხურა ფეხბურთელობა არ გაიშვას.
zaza
13:36 01-09-2024
2
კიტეიშვილმა 44 წუთზე,მაგარი გოლი გაიტანა თავით და 1-2 გახადა,ტიროლთან.ახლა შესვენებაა.
სოსო
22:24 31-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული