სტუმრებმა დებიუტში ორი მეტად სახიფათო მომენტი შექმნეს - ჯერ ნეაპოლელთა კარი ხარიხამ, შემდეგ კი ძელმა იხსნა. ცოტა ხანში ბონიმ თავის მიერვე მოპოვებული პენალტი გამოიყენა და „პარმა“ დააწინაურა. მასპინძლებმა შეტევებით უპასუხეს, კვარაცხელიას დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა, რასპადორის საჯარიმოში წაქცევის გამო მსაჯმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა, ხვიჩას დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.
ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - პარმა
გოლი: ბონი (19, პენ)
მკვეთრად გაძლიერებული "ნაპოლის" მატჩის დღე - კვარაცხელიამ წინა ტურში ოპტიმიზმი დააბრუნა!..