მეორე ბუნდესლიგის მეოთხე ტურში „კარლსრუემ“ გასვლაზე „აინტრახტი“ 2:1 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდი პირველ ტაიმში უკეთ გამოიყურებოდა, დაწინაურდა და კიდევ ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენა. სტუმრებს ანგარიშის გათანაბრება კომპენსირებულ დროში შეეძლოთ, როდესაც ზივზივაძის დარტყმული ბურთი მეკარე გრილმა მოიგერია.
მეორე ტაიმში „კარლსრუემ“ შეუტია, ვანიტცეკის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, შეცვლაზე შესულმა ჰუნციკერმა კი თავურით თანაფარდობა აღადგინა. შემდეგ კარგი შანსი მიეცა „აინტრახტის“ თავდამსხმელ საბოს, რომელმაც სამიოდ მეტრიდან ვერ უწია მიზანს. 87-ე წუთზე კი ზივზივაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა. ეს მიმდინარე ჩემპიონატზე მისი მეოთხე გოლია.

ქართველმა ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა: whoscored. 8.0, flashscore 7.7, sofascore 7.6.
„კარლსრუე“ 10 ქულა აქვს, „ფორტუნასთან“ ერთად ლიდერია და 13 სექტემბერს „შალკეს“ უმასპინძლებს.
ბრაუნშვაიგი. „აინტრახტ-შტადიონი“
აინტრახტი - კარლსრუე 1:2
გოლები: 1:0 კიოლერი (14), 1:1 ჰუნციკერი (73), 1:2 ზივზივაძე (87)
ბუდუს ტრანსფერი ჩაიშალა - მიზეზს რუმინული გამოცემა განმარტავს
ბუდუს გოლმა ხომ გაასწორა და სტატიის ავტორმაც შეკლასა!