"ემპოლი" ორი საბას და სხვა ფეხბურთელების ნაკრებებში გამოძახებას ეხმიანება

AutoSharing Option
„ემპოლიმ“ სერია A ურიგოდ როდი დაიწყო, 5 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 14 სექტემბერს „იუვენტუსს“ უმასპინძლებს. „ბოლონიასთან“ მატჩში შესანიშნავად გაისარჯა საბა გოგლიჩიძე, რომელმაც გუნდში პირველად ითამაშა, ხოლო „ტორინოდან“ ახლახან იჯარით აყვანილი საბა საზონოვი სათადარიგო იყო და მასაც უეჭველი სულ მალე მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება. „ტორინოში“ საზონოვს უბრალოდ არც გაუმართლა და ბოლომდე ნდობაც არ გამოუცხადეს.

იტალიური კლუბის საიტზე მთავარ თემად ნაკრებებში გამოძახებულ ფეხბურთელთა სიაა გამოტანილი, რადგან ბუნებრივია, ეს პრესტიჟულად მიაჩნიათ. როგორც იცით, გოგლიჩიძეს საქართველოს ეროვნულ გუნდში უხმეს, საზონოვს კი - ახალგაზრდულში.

ტოპ-ჩემპიონტებში ჩვენებურების
თამაში უთუოდ წაადგება „ჯვაროსნებს“, ორივე საბას პროგრესს ველით და ვგულშემატკივრობთ.

მათ გარდა, „ემპოლიდან“ ახალი ზელანდიის ნაკრებში ლიბერატო კაკაჩე მიიწვიეს, ალბანეთის ეროვნულ გუნდში - ადრიან ისმაილი, იტალიის 21-წლამდელებში - იაკოპო ფაცინი, ხოლო ამავე ქვეყნის 19-წლამდელებში - ლორენცო ტოსტო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული