მოისწრაფიშვილი კარიერას უკრაინულ გუნდში გააგრძელებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი გიორგი მოისწრაფიშვილი კარიერას უკრაინულ "კოლოსში" გააგრძელებს. Transfermarkt-ზე მოისწრაფიშვილის კლუბის გრაფაში უკვე კოვალივკას "კოლოსია" აღნიშნული.

მოისწრაფიშვილი თბილისის "დინამოს" აღზრდილია, გასულ სეზონში იჯარით ბელგიის "ბევერენში" თამაშობდა, ახალ გუნდში კი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

"კოლოსში" საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე ასპარეზობს. ეს გუნდი 5 ტურის შემდეგ უკრაინის პრემიერლიგაში 2 ქულით ბოლოსწინა, მეთხუთმეტე ადგილზეა და 16 სექტემბერს "ჩერკასის" სტუმრად დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვინც დისლაიქი დამიწერა და შემაგინა -ყველას მინდა გითხრათ--შენ გენაცვალეეე!!! აბა რაა!! დიდება საქართველოს და უკრაინას !! ულევი წარმატებები უკრაინაში ყველა მოთამაშე ქართველ ფეხბურთელს და განსაკუთრებულად იქ მებრძოლ ქართველ ლომკაცებს!!!
Jora-giorgi
16:10 03-09-2024
2
ეს და მექვაბუშვილი ერთ დონეზე იყვნენ დაახლოებით,მაგრამ ჯერ ბელგიის მეორე დივიზიონში ვერ დაიმკვიდრა თავი ძირითადში,მერე დაქცეულ დინამოში.საეჭვოა ეს უკრაინაში მოახერხოს.იმედია ვცდები,წარმატებები გიორგის.
Master
13:26 03-09-2024
3

სიახლეები პოპულარული