"კვარაცხელიას ისეთივე ხელფასი, როგორც ლუკაკუს და გამოსყიდვის პუნქტი" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
Sky Sport-ის ეთერში ჟურნალისტმა მასიმო უგოლინიმ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების სანაცვლოდ ხელფასი მაქსიმალურად მოემატება.

მისი თქმით, "კვარასთან" შეთანხმება წელს კლუბისთვის ბოლო იქნება. ხვიჩას პსჟ-ისგან სერიოზული შეთავაზება ჰქონდა, მაგრამ მწვრთნელმა კონტემ კატეგორიულად მოითხოვა მისი დატოვება. ქართველი სეზონის სტარტზე გუნდში ერთ-ერთი საუკეთესოა, ახალ პროექტში იდეალურადაა ინტეგრირებული და ახლა მხარეები ხელშეკრულების გაგრძელებაზე მოსალაპარაკებლად შეხვდებიან.

უგოლინის მტკიცებით, "ნაპოლის" წინადადებით, კვარაცხელიას გასამრჯელო მნიშვნელოვნად უნდა გაეზარდოს და ბონუსებიანად იმდენივე უნდა გახდეს, რამდენსაც "ნაპოლიში" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი რომელუ ლუკაკუ იღებს და რაც მთავარია, ხელშეკრულებაში გამოსყიდვის
პუნქტი იქნება შეტანილი.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლუკაკუს ხელფასი ბონუსების ჩათვლით 8 მილიონია.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ნამდვილათ ქრთამს იღებს ჯუღელი, პატარა ბიჭია, ალალი, თორემ რა გახდა წესიერი კონტრაქტის დადება? მაგიტო არ გაუშვა პსჟ-ში, ისინი ქრთამს არ მისცემდნენ.
Gela
19:19 04-09-2024
1
წელს არუნდა გაახანგრძლივოს.. კონტრაქტი თუ ხელფასი 7მ და გამოსყიდვის თანხა მაქსიმუმ 12ო არიქნება სხვა შემთხვევაში ჯობია არ გაახანგრძლივოს და შემდეგ წელს უკვე ნაპოლი იძულებული იქნება დათმოს ან ძალიან ბევრი გადაუხადოს მოკლედ წელსაც ხვდება ნაპოლი რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხვიჩას კონტრაქტი და ესუნდა გამოიყენოს ხვიჩამ ნებისმიერ შემთხვევაში გამოსასყიდი უნდა ჩაიდოს და არუნდა იყოს 120 ზე მეტი და ამაზე თავიდან არ წამოვა ნაპოლი მაგრამ მაინც მოუწევს დათმობაზე წავიდეს ნაპოლი ასე რომ როცა ოსიმენს გაუზარდეს და ხვიჩას არა მთელი წელი და ის თანხა დაკარგა რაცუნდა აეღო ეხლა ხვიჩას ხელშია ყველაფერი და არუნდა იჩქაროს სწორი სვლა უნდა გააკთოს და თვითონ იცის რა ჯობია მისთვის ჩვენზე უკეთ
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული