ერთა ლიგის პირველ ტურში, სტუმრად ლიეტუვის 1:0 დამარცხების შემდეგ, კომენტარი კვიპროსის ნაკრების მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გააკეთა:
"დღეს ბევრი ვიბრძოლეთ, თავიდან ყველაფერი არ გამოგვდიოდა. გამარჯვების გამო ღრუბლებში ფრენა არ გვჭირდება. მოვუგეთ გუნდს, რომელიც მეტ-ნაკლებად ჩვენი დონის შესაბამისია, მაგრამ ეს ფსიქოლოგიურად დაგვეხმარება.
თამაში ცუდად დავიწყეთ და მეტოქეს შეეძლო დავესაჯეთ. შემდეგი მატჩი საკუთარ მოედანზე გვაქვს და ბოლოს და ბოლოს უნდა ვიგრძნოთ, რომ სახლში ვთამაშობთ. ეს ხომ ეროვნული გუნდია და გულშემატკივრები ყოველთვის, მოგებისა და წაგებისასაც ჩვენს გვერდში უნდა იდგნენ. ჩვენ 50 ათასი მაყურებლის მისვლას არ
ვითხოვთ, თუმცა სტადიონი, რომელიც 5-6 ათასს იტევს, უნდა გაივსოს".