"კვარამ" მეკარეს ჰიპნოზი გაუკეთა"- იტალიური გამოცემა ხვიჩაზე წერს

AutoSharing Option
ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი 4:1 დაამარცხა.

32-ე წუთზე კრეიჩმა "კვარა" საჯარიმოში წააქცია და პენალტი თავად დაზარალებულმა ზუსტად შეასრულა.

ხვიჩას დარტყმულ პენალტს იტალიური გამოცემა Calcionapoli24 გამოეხმაურა.

"კვარამ" მეკარეს ჰიპნოზი გაუკეთა, კოვარი რამდენიმე წამით თითქოს გაშეშდა", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩს 10 სექტემბერს, სტუმრად, ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.

altროგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩეხეთთან მატჩში?

alt4:1. საქართველომ ჩეხეთი დაჯაბნა და ერთა ლიგის გათამაშება ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
სლავა მეტრეველი ამბობდა,ვარტყამ ძელთან "პრიტირკაში"დაბალ კუთხეში,"შოჩკით",აუღებლად ურტყავდა,ერთ ერთი უნიჭიერესი,ქართველი ფეხბურთელი იყო,ყველა დროის.ჩელებაძეს,საწყენად არ ვამბობ,ტრიბუნებიდან ეძახდენ კეთილად ხუმრობით,"ჩაკბეჩილ ბია მსხალივით რომ მიგიგავს თავი,სად ურტყამ ასეთი სიძლიერით ბურთს",კარში რომ ვერ ახვედრებო",ფიზიკურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელი იყო,თავდამსხმელი.დიდი ბრიტანეთი!ჭკვიანი ბიჭი ხარ ,გესმის ფეხბურთი,ქართული,არა საჭირო ველოსიპედის გამოგონება,თუ კი უკვე გამოგონილია,მოარტყი უბრალოდორმოცდაათ სანტიმეტრიან მანძილზე კუთხეში,ბურთი,საქართველოს ნაკრების წინსვლას გარდაუვალს,გაუმარჯოს!
ძველი ქომაგი
17:18 08-09-2024
1
მადლობა ჩვენს საამაყო ნაკრებს! გილოცავთ ყველა გულშემატკივარს. საკუთარი თვალით ვნახე, რამდენს არ გაუხარდა წუხანდელი ბრწყინვალე თამაში და საქართველოს ნაკრების თითოეულ გოლზე შეზანზარებული თბილისი. ვისაც გვიხარია და გვეამაყება, „გაგვატარეთ“, როგორც ბაბუაჩემმა თქვა წუხელ.
საბა
16:03 08-09-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული