ნეაპოლური მედია ალბანეთის ნაკრებთან მატჩისას ხვიჩა კვარაცხელიას მიღებული ტრავმის გამო შეშფოთებულია. ქართველი იტალიაში ჩასვლისას სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ამის შემდეგ გადაწყდება, მოახერხებს თუ არა კვირას, სერია A-ს მეოთხე ტურში, სტუმრად "კალიარისთან" თამაშს.
Sky Sport-ის ცნობით, შეხვედრაში კვარაცხელიას მონაწილეობა საეჭვოა და მწვრთნელი ანტონიო კონტე მის ნაცვლად სასტარტოში დავიდ ნერესს ან ჯაკომო რასპადორის დააყენებს. თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.
"ნაპოლის" მარცხენა მცველმა ლეონარდო სპინაცოლამ campana Radio CRC-ის ეთერში განაცხადა, რომ "კვარასთან" მოედანზე ურთიერთგაგება ჯერ კიდევ არ არის სრული, მასთან ერთად თამაში ადვილია, ვინაიდან თავისი
მოქმედებით მთელი გუნდისთვის სივრცეების გახსნა შეუძლია.
Il Mattino-ს მტკიცებით, ხვიჩას ნეაპოლური კლუბი კონტრაქტის 2029 წლის ზაფხულამდე გაგრძელების სანაცვლოდ სეზონური ანაზღაურების 5 მილიონამდე გაზრდას სთავაზობს, მაგრამ ფეხბურთელის გარემოცვა 2.5 მილიონით მეტს ითხოვს. მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არ არიან, თუმცა, იმედია, თვის ბოლოს პირობებზე შეჯერდებიან.