AS: "ლევანტეს" ბრილიანტი ქოჩორაშვილი სამშობლოში ხატად იქცა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და „ლევანტეს“ ნახევარმცველს, გიორგი ქოჩორაშვილს, AS-მა წერილი მიუძღვნა:

„ერთა ლიგაზე საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთად გამარჯვებების მოპოვების შემდეგ ქოჩორაშვილი ესპანეთში ბრუნდება. მან ალბანეთთან გამარჯვების გოლი გაიტანა. „ლევანტეს“ მოედნის“ ცენტრში ბრილიანტი ჰყავს. გიორგი თავის ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო გახდა და ხულიან კალეროსთვის ფუნდამენტური ფიგურაა. ქართველი ძირითად გუნდში მეორე სეზონს ატარებს და ამ ზაფხულს ბევრი შეთავაზება მიიღო. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ქოჩორაშვილმა ერთა ლიგაზე ნაკრებში იასპარეზა, ორივე მატჩში სასტარტოში იყო და ორივეში გაიტანა - ჩეხეთთან (4:1) მეოთხე, ალბანეთთან კი მისი გოლით გაიმარჯვეს (1:0).

„ქოჩო“ „ლევანტეს“ დუბლებში სათამაშოდ 2019 წელს ჩამოვიდა, 2022-2023 წლების სეზონში იჯარით „კასტელონში“ გამოდიოდა და საკვანძო ფეხბურთელი იყო გუნდისა, რომელიც მეორე დივიზიონში გადასვლასთან ახლოს იყო. გასულ სეზონში „ლევანტეში“ დაბრუნებულს საშობაო არდადეგების წინ მიღებული ტრავმის გამო ორი თვე გაუცდა.

ის დაბრუნდა და მწვრთნელ ფელიპე მინიამბრესს მოუყვა, რისი წყალობით დაიმკვიდრა ევრო 2024-ზე მონაწილეობის მისაღებად ნაკრებში ადგილი. გერმანიაში მან თავი წარმოაჩინა და მიუხედავად კლუბის მიერ მიღებული უამრავი წინადადებისა, დარჩენა არჩია. 25 წლის ასაკში თავისი გამოცდილებისა და ლიდერული უნარების დემონსტრირებას ახდენს. მოწინააღმდეგის კარიდან შორს თამაშობს, მაგრამ ერთი გოლი მაინც გაიტანა. ამას გარდა, სამშობლოში ხატად იქცა, სადაც მის გამო „ლევანტე“ უფრო ცნობილი გახდა“.

alt"ბავშვობაში ყველა მეუბნებოდა, რომ სუსტი ვიყავი და ევროპული ფეხბურთისთვის მზად არ ვიქნებოდი" - გიორგი ქოჩორაშვილის კომენტარი ალბანეთთან მატჩის შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 8 /
ქოჩორა,კიტე და ჩაკვე მინდა ლა ლიგაში!!!
სანდრო
13 სექტემბერი 2024 14:35
0
100% გეთანხმები მეგობარო, სამთავე საუკეთესოდ წარმოაჩენდა თავს თავიანთი დადებითი მხარეებით და მე თუ მკითხავთ ლა ლიგა ტოპ-5 ლიგაში ზედგამოჭრილია მათთვის
ზაკო
15 სექტემბერი 2024 06:17
0
ძნელი შესაფასებელია, ესპანეთის მე-2 ლიგაში როგორ თამაშობს, რადგან მატჩების განხილვა არ ხდება. მხოლოდ ნაკრებში ნაჩვენები წარმატებული თამაში შესაძლოა "ლა ლიგის" გუნდების მწვრთნელებს არ აკმაყოფილებთ. ყოველ შემთხვევისთვის, ჯერ ეგრეა და ფაქტიც ეგ არის. ვუსურვებ, მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატშიც მაღალი დონე აჩვენოს და მომავალი სეზონიდან რომელიმე გრანდში გადავიდეს.
კოტე
13 სექტემბერი 2024 13:12
2
მიმოხილვებიც არის და სეტანტა ლაივებსაც აჩვენებს და ძალიან დამაჯერებლად და კარგადაც თამაშობს... დრიბლინგებით და თვალის მომჭრელი არაა მისი ყოველი ბურთთან შეხება, მაგრამ ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს და თვალისმომჭრელი მომენტებიც აქვს, ბოლო ასისტი ან მისი წინა საჯარიმო რად ღირს მარტო...
რა მაფიაა?
13 სექტემბერი 2024 20:08
0
სევილია რას უყურეებს? ან ბეტისი? სოსეიდადიც კაი იქნება
dew
13 სექტემბერი 2024 11:04
0
მართლა მაგარი გულიანი ხარ.გისურვებ ყველა სურვილის ასრულებას ფეხბურთშიც და ცხოვრებაშიც.
გაიხარე
13 სექტემბერი 2024 10:48
0
ლა ლიგაში და ლიგაზე გვინდა ქოჩორა!
Zaza
13 სექტემბერი 2024 10:06
0
ლა ლიგაში მინდა გნახო, გიორგი.
100%
13 სექტემბერი 2024 08:03
0

სიახლეები პოპულარული