The Guardian: ქართული ფეხბურთი მოდაშია - ჩემპიონთა ლიგაზე ყურადღება კიტეიშვილს მიაქციეთ

AutoSharing Option
პოპულარულმა ბრიტანულმა "გარდიანმა" "შტურმის" ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ჩემპიონთა ლიგის მომავალ გათამაშებაში იმ რვა ფეხბურთელს შორის დაასახელა, რომლებიც ნაკლებად ცნობილები არიან და რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციონ.

"ქართული ფეხბურთი ევროპირველობისა და ერთა ლიგაზე გასულ შაბათს ჩეხეთის 4:1 განადგურების შემდეგ მოდაში შემოვიდა. ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე გაზეთების სათაურებში გვხვდება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობას უნივერსალი ოთარ კიტეიშვილი მიიღებს.

ის გასულ სეზონში ავსტრიის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, როდესაც მისმა გუნდმა "ზალცბურგის" ათწლიანი ჰეგემონია დაამხო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ის მოედანზე ყველგანაა და ახერხებს
ბურთით და ბურთის გარეშე დაუღალავად შრომას. "შტურმის" გულშემატკივრები მას აღმერთებენ და ყველა ზეიმობდა, როცა სოლიდურ ხელფასზე კატარში წასვლის ნაცვლად ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი".

აგრეთვე დასახელებულები ხრისტოს ცოლისი (ბრიუგე), ვლადან კოვაჩევიჩი (სპორტინგი), მარტინ ვიტიკი (სპარტა), ენცო მიიო (შტუტგარტი), რომენ დელ კასტილიო (ბრესტი), ადამ დაგიმი (ზალცბურგი) და პეტარ სუჩიჩი (ზაგრების დინამო) არიან.

მკითხველის კომენტარები / 8 /
კიტე რომ საოცარი ფეხბურთელია ეს ახალი ამბავი არა, უბრალოდ ალბათ აგენტები არ ყავთ იმ დონის, ან ქოჩორა რატომ უნდა იყოს ლევანტეში ან კიტე შტურმში
Solo
14 სექტემბერი 2024 13:08
0
"შტურმის" გულშემატკივრები მას აღმერთებენ და ყველა ზეიმობდა, როცა სოლიდურ ხელფასზე კატარში წასვლის ნაცვლად ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი".
წინ საქარტველო
14 სექტემბერი 2024 11:20
0
მე მგონი არც არაფერი დაშავდება ქართველ მოდრიჩს თუ ვიტყვით ან ხორვატ კიტეს, მთლათ ნუ დავკარგავთ, რაღაცეები მოდრიჩსაც უკეთებია
თენგაბი
14 სექტემბერი 2024 09:54
0
გარდიანს რომ არ დაეწერა აქამდე სძინავთ ევროპაში? ასეთ ფეხბურთელი ტოპ ლიგაში კარგ გუნდში უნდა იყოს.
G.LA
13 სექტემბერი 2024 22:24
3
ბიჭო ! პირიქით, მოდრიჩია ხორვატი კიტე - აქცენტები სწორად გაამახვილე !
დ.დ.
13 სექტემბერი 2024 22:03
9
ბიჭო ! პირიქით, მოდრიჩია ხორვატი კიტე - აქცენტები სწორად გაამახვილე !
დ.დ.
13 სექტემბერი 2024 22:03
3
კიტე მაგარია! ბუდუმ გაუყარა შალკეს ამ წუთას!
qomagi
13 სექტემბერი 2024 21:24
1
კიტე,ქართველი მოდრიჩია!
სოსო
13 სექტემბერი 2024 21:05
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული