ბუდუმ დუბლით "კარლსრუეს" გამარჯვება მოუპოვა და ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მეორე ბუნდესლიგის მეხუთე ტურში „კარლსრუემ“ საკუთარ მოედანზე „შალკე“ 2:0 მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის დუბლით დაამარცხა.

ზივზივაძე ძალიან აქტიური იყო, ჯერ პირისპირ გავიდა მეკარე იუსტინ ჰეეკერენთან, მაგრამ ვერ გაუტანა, შემდეგ მეტოქესთან ბურთზე ბრძოლაში ყვითელი ბარათი მიიღო. „კარლსრუე“ უპირატესობას ფლობდა, ერთხელ სტუმართა კარი ძელმა იხსნა, პირველი ტაიმის დასასრულს კი ზივზივაძემ ხუთი მცველის გარემოცვაში გამარჯვებული გამოვიდა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ქართველმა ისევ გაიტანა, თუმცა ვიდრე გადაცემას გაუკეთებდნენ, ბურთმა მოედანი დატოვა. მაინც შეასრულა ბუდუმ დუბლი და 6 გოლით ბომბარდირთა
დავაში დაწინაურდა. ზივზივაძე 78-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: whoscored 8.4, sofascore 8.2, flashscore 8.1.

„კარლსრუე“ 13 ქულით ამ მომენტისთვის ერთპიროვნული ლიდერია და 22 სექტემბერს გასვლაზე „მაგდებურგს“ დაუპირისპირდება.

კარლსრუე. „BBBank ვიდპარკი“. 31 845 მაყურებელი
კარლსრუე - შალკე 2:0
გოლები: 1:0 ზივზივაძე (45+3), 2:0 ზივზივაძე (73)

altზივზივაძემ გაიტანა და "კარლსრუეს" გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

კარლსრუე


მეორე ბუნდესლიგის მეხუთე ტურში „კარლსრუემ“ საკუთარ მოედანზე „შალკე“ 2:0 მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის დუბლით დაამარცხა.


მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე აქტიური იყო, პირისპირ გავიდა მეკარე იუსტინ ჰეეკერენთან, მაგრამ ვერ გაუტანა, შემდეგ მეტოქესთან ბურთზე ბრძოლაში ყვითელი ბარათი მიიღო. „კარლსრუე“ უპირატესობას ფლობდა, ერთხელ სტუმართა კარი ძელმა იხსნა, პირველი ტაიმის დასასრულს კი ზივზივაძემ ხუთი მცველის გარემოცვაში გამარჯვებული გამოვიდა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა.


მეორე ტაიმის დასაწყისში ქართველმა ისევ გაიტანა, თუმცა ვიდრე გადაცემას გაუკეთებდნენ, ბურთმა მოედანი დატოვა. მაინც შეასრულა ბუდუმ დუბლი და 6 გოლით ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა. ზივზივაძე 78-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: whoscored 8.4, sofascore 8.2, flashscore 7.8.


„კარლსრუე“ 13 ქულით ამ მომენტისთვის ერთპიროვნული ლიდერია და 22 სექტემბერს გასვლაზე „მაგდებურგს“ დაუპირისპირდება.


კარლსრუე. „BBBank ვიდპარკი“

კარლსრუე - შალკე

გოლები: 1:0 ზივზივაძე (45+3), 2:0 ზივზივაძე (73)

მკითხველის კომენტარები / 12 /
ზოგი რა იღბალაა )) ასეთი კომიკური გოლები, კაიხანია არ მინახია :D
bubu
00:13 14-09-2024
14
გენაცვალე! მგონი დროა ძირითადში დააწყებინოს სანიოლმა, მაგარ ფორმაშია! არადა ჟორჟიც მაგრად მიყვარს, მარა ბუდუ ნამდვილად მეტ დროს იმსახურებს ნაკრებში
ბს
23:58 13-09-2024
1

სიახლეები პოპულარული