დავითაშვილის ეფექტური საგოლე პასი - "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის მეოთხე ტურში „სენტ-ეტიენმა“ სახლში „ლილი“ 1:0 დაამარცხა.

დებიუტში ზურიკო დავითაშვილმა მცველი რიბეირო ფინტით ჩამოიცილა, საჯარიმოში პასი გააკეთა და მატიე კაფარომ მასპინძლები დააწინაურა. ეს ამ სეზონში „სენტ-ეტიენის“ პირველი გოლია. შემდეგ დავითაშვილმა დრიბლინგი განახორციელა, დაარტყა კიდეც, მაგრამ ბურთს მეკარე ლიუკა შევალიე დაეუფლა. ქართველი თამაშს ამწვავებდა, ნახევარმცველმა ანდრემ წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო. 70-ე წუთზე მასპინძლებს მეორე გოლის გატანა შეეძლოთ, როდესაც ლიუკა სტასენი შევალიესთან პირისპირ გავიდა და შანსი ვერ გამოიყენა. ბოლოს დავითაშვილმა ბურთი კარს მცირედით ააცილა და მატჩიც დასრულდა.

ზურიკო მწვრთნელმა
ოლივიე დალ'ოლიომ არ შეცვალა, მისი თამაში whoscored 8.1 ქულით შეაფასა, flashscore-მ 7.9 ქულით, ხოლო sofascore-მ 7.4-ით.

„სენტ-ეტიენმა“ სამი წაგების მერე მოიგო და 20 სექტემბერს გასვლაზე „ნიცას“ დაუპირისპირდება.

სენტ-ეტიენი. „ჟოფრუა გიშარი“

სენტ-ეტიენი - ლილი 1:0
გოლი: კაფარო (6)

altზურიკოს "სენტ-ეტიენი" "ბრესტთან" უშანსოდ დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 4 /
მატჩის ბოლოს რომ დაარტყა,ძელს გაჰკრა და ისე დატოვა მოედანი.ტექნიკურად,ესეც არაზუსტ დარტყმად ითვლება,მაგრამ დამეთანხმებით,ძელს მოხვედრებულ დარტყმას,მაინც სხვა ფასი აქვს.
სოსო
18:00 14-09-2024
0
Kargad itamasha,gatanac sheedzlo....tamashis shemdeg kaci intervius adzlevda ds amatma gawyvites da reklama daakataves es ori wuti asets ras wyvitavda vitom..???
L.J .
11:10 14-09-2024
0

სიახლეები პოპულარული