სტუმრებმა მეტოქეზე სახიფათოდ შეუტიეს და დი ლორენცომ მინასგან რიკოშეტით თავისი გუნდი დააწინაურა. შემდეგ ლუკაკუს ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მეკარე სკუფეტმა მოიგერია. კვარაცხელია აქტიური იყო და მცველები რამდენიმეჯერ ეუხეშნენ. ფანებმა მოედანზე პეტარდების სროლა დაიწყეს და მსაჯმა თამაში 7 წუთით შეაჩერა. მასპინძლებმა იერიშებით უპასუხეს, მეკარე მერეტმა პიკოლის არ გაატანინა. ბოლოს ხვიჩას კარგი პასი ლუკაკუმ ვერ გამოიყენა და და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.
კალიარი. „სარდინია არენა“
კალიარი - ნაპოლი
გოლი: დი ლორენცო (18)
კვარაცხელიას, მიქაუტაძისა და მამარდაშვილის მატჩის დღე! - ჩაკვეტაძემ ძალიან გვანერვიულა...
ძალიან მძიმედ მოძრაობს, ეგეც როგორ მოახერხა მიკვირს