მასპინძლები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირტესობას ფლობდნენ, განუწყვეტლივ უტევდნენ. პირისპირ გასულ სიორლოტს მეკარე მამარდაშვილმა არ გაატანინა, 39-ე წუთზე კი ქართველთან ერთი-ერთზე უკვე გალაჰერი გავიდა და თავისი გუნდი დააწინაურა. მადრიდელებმა იერიშები მეორე ტაიმში გააგრძელეს და გრიზმანმა ახლო მანძილიდან დალაშქრა „ღამურების“ კარი. კომპენსირებულ დროში გიორგიმ რიკელმეს დარტყმული ბურთი მოიგერია, ხოლო დამატებაზე ყველას ალვარესმა დაასწრო.
მამარდაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.3, flashscore 5.7,whoscored 5.4.
„ვალენსია“ 1 ქულით აუტსაიდერია და 21 სექტემბერს „ჟირონას“ უმასპინძლებს.
მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო“
ატლეტიკო - ვალენსია 3:0
გოლები: 1:0 გალაჰერი (39), 2:0 გრიზმანი (55), 3:0 ალვარესი (90+4)
კვარაცხელიას, მიქაუტაძისა და მამარდაშვილის მატჩის დღე! - ჩაკვეტაძემ ძალიან გვანერვიულა...