"არა კვარაცხელიაზე ნადირობას - დე ლაურენტისმა უნდა იმოქმედოს" - კარლო ალვინო

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ მცველების უხეშობაზე ისაუბრა:

"უფრთხილდით ფედერიკო გატის, იტალიის ყველაზე უხეშ და დაუსჯელ მცველს. ასე უკეთესი იქნება. ამას უფრო მას შემდეგ ვწერ, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ ვჩივით, თუმცა საამისო მიზეზი გვაქვს.

კვარაცხელია "ნაპოლის" და მთელი სერია A-ს ვარსკვლავია. ეს ბიჭი მეურვეთა სისტემატური სამიზნეა, რომლებიც მომაკვდინებელი ხერხებით მის კოჭ-წვივებზე კონკრეტული მიზნით არიან დაგეშილი და ცდილობენ, ტკივილი მიაყენონ, რაზეც
მსაჯები არასოდეს არ რეაგირებენ.

"ნაპოლის" მეტად არ აქვს დუმილის უფლება. აურელიო დე ლაურენტისმა კომპეტენტურ ორგანოებს უნდა მიმართოს. კარგ ფორმაში მყოფი "კვარა" შაბათს იტალიის ყველაზე უხეშ და დაუსჯელ მცველს, ფედერიკოს გატის დაუპირისპირდება. უფრთხილდით მას! არა ხვიჩაზე ნადირობას!"

მკითხველის კომენტარები / 7 /
ამაზე დავწერე გუშინ, ხმას რომ არ იღებენ არც ნაპოლის ხელმძღვანელობა და არც არავინ. აგერ მარტო კარლო ალვინომ შეისმინა ჩემი)). კალიარი არის ყველაზე საზიზღარი გუნდი იტალიის სერია A-ში. პირველივე წამებიდან ასრულებდნენ მწვრთნელის დავალებას. მარტო ფეხბურთელების გაკიცხვა არ კმარა. მსაჯები უნდა დაისაჯონ მკაცრად მსგავსი უხეშობის არ აღსაკვეთად. სწორს ბრძანებს ჟურნალისტი გატი არის ყველაზე უხეში მცველი, ყველაფერზე წამსვლელი რომ იტყვიან. როგორ გინდა გაიგო, თორემ მწვრთნელებიც მისაყოლებელია სანქციებში. სწორედ ისინი აძლევენ ასეთ დავალებებს. შარშან მაურინიოს ვითომ სახუმარო პოსტი, გახსოვთ ალბათ ხვიჩას შეჩერებაზე რა უპასუხა ჟურნალისტებს.
დავით 67
01:57 17-09-2024
5
ისე ოსიმენს პატივს ვცემ ერთი რამის გამო.არ მახსოვს ვისთან თამაშობდნენ.ხვიჩამ საგოლე მომენტი გააფუჭა,ინერვიულა და თავი დახარა.ვიქტორი მივიდა და თავი აუწია.ესაა გუნდი,მეგობრობა,პატივისცემა და რწმენა.ლუკაკუს დიდი პატივისცემა ჩემგან,მაგრამ ოსი ყოველთვის მემახსოვრება როგორც ადამიანი
გელა
01:20 17-09-2024
6
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული