"ჩვენთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს, ამიტომ არსად გვეჩქარება..." - "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ ჟურნალისტებთან ხვიჩა კვარაცხელიასა და ალექს მერეტის მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ხვიჩას ჩვენთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "კვარას" თაობაზე რამდენიმე გუნდი დაგვიკავშირდა, თუმცა ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ კვლავ ჩვენთან დარჩენილიყო. ფეხბურთელის გარემოცვასთან ახალ ხელშეკრულებაზე ვმუშაობთ, თუმცა მისი ამჟამინდელი ხელშეკრულების გამო არსად გვეჩქარება.

რაც შეეხება მერეტს, ის "ნაპოლის" სამომავლო გეგმებში შედის, კლუბის დატოვების სურვილი არც ალექსს აქვს. ამასთან დაკავშირებით კითხვები არასდროს ყოფილა", - განაცხადა მანამ.

შეგახსენებთ, 4 ტურის შემდეგ "ნაპოლი" ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 9
ქულით პირველ ადგილს იკავებს. "პარტენოპეი" სერია A-ს მორიგ მატჩს 21 სექტემბერს, "იუვენტუსის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

alt"არა კვარაცხელიაზე ნადირობას - დე ლაურენტისმა უნდა იმოქმედოს" - კარლო ალვინო

მკითხველის კომენტარები / 24 /
როცა გუნდის სპორტული დირექტორი ხარ, ამხელა პასუხისმგებლობით, აზრს უფრო დიპლომატიურად და დახვეწილად უნდა გამოთქვამდე.
ფაქტია, ტიპი დებილია.
აშკარად ლაურენტისის გენეტიკის მატარებელია.
ფორინერი
16:56 17-09-2024
0
დრო კვარას სასარგებლოდ უფრო მუშაობს მიუხედავად იმისა, რომ დაბალ ხელფასზე მოუწევს წლები კიდევ დარჩება.
მანა ამას ვეღარ იტყვის 2 წელიწადში 1 წელი გვაქვსო კიდევ, პრაქტიკულად კვარა უკეთეს პოზიციაში იქნება მოსალაპარაკებლად. მომავალ წელსაც უპირატესი პოზიცია ექნება მეტ-ნაკლებად თუ შეინარჩუნა დონე მინიმუმ.
უარეს შემთხვევაშიც თუ დარჩა ამ კონტრაქტით 2027 წლამდე, როცა კვარა 26-ის იქბა, ეგეც არაა ცუდი ვარიანტი. თან ამ ასაკში უკვე სერიოზული გამოცდილება და კლასი ექნება და ჯერ კიდევ ახალგაზრდა საფეხბურთო თვალსაზრისით. შესაბამისაც ნებისმიერ ელიტურ გუნდში გადავა იმ გაცილებით უკეთესი პირობებით და ხელფასით.
4-5 მილიონზე 2029 წლამდე გახანგრძლივებას მემგონი რომ სჯობია ამ ხელფასზე დარჩე კვარა 2027 წლამდე.
ზაქარია
14:21 17-09-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული