"ჩვენთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს, ამიტომ არსად გვეჩქარება..." - "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ ჟურნალისტებთან ხვიჩა კვარაცხელიასა და ალექს მერეტის მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ხვიჩას ჩვენთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "კვარას" თაობაზე რამდენიმე გუნდი დაგვიკავშირდა, თუმცა ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ კვლავ ჩვენთან დარჩენილიყო. ფეხბურთელის გარემოცვასთან ახალ ხელშეკრულებაზე ვმუშაობთ, თუმცა მისი ამჟამინდელი ხელშეკრულების გამო არსად გვეჩქარება.

რაც შეეხება მერეტს, ის "ნაპოლის" სამომავლო გეგმებში შედის, კლუბის დატოვების სურვილი არც ალექსს აქვს. ამასთან დაკავშირებით კითხვები არასდროს ყოფილა", - განაცხადა მანამ.

შეგახსენებთ, 4 ტურის შემდეგ "ნაპოლი" ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 9
ქულით პირველ ადგილს იკავებს. "პარტენოპეი" სერია A-ს მორიგ მატჩს 21 სექტემბერს, "იუვენტუსის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

alt"არა კვარაცხელიაზე ნადირობას - დე ლაურენტისმა უნდა იმოქმედოს" - კარლო ალვინო

მკითხველის კომენტარები / 29 /
თუ სამწლიანი კონტრაქტი აქვს და კვარამ არ გააგრძელა ან ახალ კონტრაქტს არ მოაწერა ხელი, ეს იმას ნიშნავს, რომ ლაურიენტისი მესამე წელს იძულებული გახდება დიდი თანხის მოგების მიზნით კვარა გაყიდოს, რადგან ბოლო მესამე წელიც ნაპოლის საკუთრებაა და თუ 3 წლის შემდეგ კვარა თავისუფალი აგენტი გახდა, მით უკეთესი კვარასთვის, ამ შემთხვევაში ახალ ტოპ გუნდთან სასურველ კონტრაქტს გააფორმებს უკეთესი პირობებით, რადგან მისნაირ ფეხბურთელს მსურველი ყოველთვის ეყოლება.უფრო პირველ ვარიანტი მგონია, თუ რა თქმა უნდა ჯუღელმა ტვინი არ აურია და სხვა საეჭვო კონტრაქტზე არ მოაწერინა ხელი.

გია
21:00 17-09-2024
0
ნუ რავიცი.
კონტრაქტის გაგრძელება არ სეიზლება. სულ მაგ გუნდში ხო არ იქნება.
მარა ასეთ დაბალ ხელფასზე უბრალოდ სირცხვილია.

ელემენტარულად მოტივაცია არ ექნება. იქ კიდევ დამცირების შეგრძნება
როგორი გადასატანია. გუნდში ყველაზე ძლიერი მოთამაშე ხარ და ყველაზე დაბალი ხელფასი.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული