გამოცემა წერს, რომ ბელგიელმა სანაკრებო პაუზის დროს ბევრი იშრომა, ანტონიო კონტეს დარიგებები მიიღო და ახალ პარტნიორებს სულ უფრო და უფრო კარგად უგებს.
როგორც იცით, ხვიჩასა და რომელუს შემტევითმა დუეტმა "კალიარისთან" გასვლაზე 4:0 მოგებულ შეხვედრაში 2 გოლი შექმნა. კვარაცხელიამ ლუკაკუს პასით გაიტანა, რამდენიმე წუთში კი ბელგიელს უკვე ქართველმა გაატანინა.
შეხსენებისთვის, ორივე შემტევის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 4 ტურში უკვე 2 გოლი ფიქსირდება.