ქოჩორაშვილის დამატების სურვილი ლა ლიგის კიდევ ერთ კლუბს აქვს - ტრანსფერი ზაფხულისთვისაა დაგეგმილი

AutoSharing Option
ესპანური fichajes-ის ინფორმაციით, ლა ლიგის ბინადარი "მალიორკა" საქართველოს ნაკრებისა და "ლევანტეს" ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის დამატებით სერიოზულადაა დაინტერესებული.

კუნძულელები 25 წლის ჩვენებურის ტრანსფერს მომავალი წლის ზაფხულში გეგმავენ. წყარო ასევ წერს, რომ გიორგის მიმართ დაკვირვებას "ხეტაფე" და ლა ლიგის სხვა გუნდები აწარმოებენ.

მიმდინარე სეგუნდა დივიზიონში ქოჩორაშვილმა "ლევანტეს" ფორმა 4 შეხვედრაში მოირგო, სადაც 1 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
მოდით ნუ მიედ-მოედებით აქ ზოგიერთები, რა ევროპული პასპორტი! კვარას და მამარდას, ხომ იტალიის რესპუბლიკისა და ესპანეთის სამეფოს პასპორტები უდევთ ჯიბეში, მაგრამ შანს ხომ არ გაუშვებთ ევროპა და დასავლეთი არ ლანძღოთ და რაღაც შეთქმულების თეორიები არ შეთხზათ... როგორ ფიქრობთ მართლა იმ დონის ფეხბურთელები რომ იყვნენ გინდათ ქოჩორა,ჩაკვე,ლოჩო, ბუდუ ვინ დატოვებდა მეორე ლიგებში. დაგავიწყდათ! მამარდა და კვარა პირდაპირ საქართველოს ჩემპიონათიდან რომ წაიყვანეს, ან კიდევ ამ ხბოსტვინიანებს ევროპა მართლა ნეპოტიზმსა და კორუფციაში ჩაფლული ჰგონიათ და ფეხბურთელი თუ მართლა მაგარია, მის პასპორტს, ნაცობას და ქოცობას დაუწყებენ ყურებას??!!, ასე რომ იყოს, როგორ შექმნეს თითქმის ტრილიონიანი დოლარის ღირებულების საფეხბურთო ინდუსტრია გიფიქრიათ!!....ან კიდევ,.რა საჭიროა ასეთი ბაქი-ბუქი და ამპარტავნობა არ მესმის-მოიგო სულ რამდენიმე თამაში ნაკრებმა მიჯნით, რომლის ფეხბურთელები სწორედ იმ ევროპაში თამაშობენ რომელსაც ყველა ბრუნვაში ლანძღავთ, ათას სიბინძურეს აბრალეთ და გგონიათ ეგ არის-უძლეველები ვართთ, ჯერ კიდევ, ეეეე!! რამდენი გვიკლია ევროპის საფეხბურთო გრანდებს რომ მიუახლოვდეთ, [თუ საერთოდ უეფადან არ გამოგვაგდეს ან თვითონ არ ვთქვათ უარი]......კიდევ!, ევროპის სტადიონებზე ჩ/ლიგის თამაშები იმართება გაფართოებული ფორმატით და მონაწილეობა მხოლოდ ერთმა ნაკრების ფეხბურთელმა მიიღო-კაშიამ და იმასაც ბურთი თავზე დაახიეს...ასე რომ ქართველი ფეხბუთელები, მხოლოდ პირველ ნაბიჟებს დგამენ დიდ ევროპულ ფეხბურთში და ჯერ არ არიან იმ დონეზე, რომ გრანდებში ან მასთან მიახლოვებულ კლუბებში მოხვედრის პრეტენზია ჰქონდეთ-მამარდას და კვარას არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა.
Jora-giorgi
10:29 19-09-2024
5
რა ხეტაფე და რა მალიორკა??? გრანდ კლუბშია ამის ადგილი
რონი
09:06 19-09-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული