გოგლიჩიძემ ზედიზედ მესამედ ითამაშა სასტარტოში - "ემპოლიმ" "კალიარის" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეხუთე ტურში „ემპოლიმ“ გასვლაზე „კალიარის“ 2:0 მოუგო.

სტუმართა გუნდის მცველი საბა გოგლიჩიძე ზედიზედ მესამედ დააყენა მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ ძირითად შემადგენლობაში და ქართველმა იმედები ისევ არ გაუცრუა. გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა, მისი გარჯა კი ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: flashscore 7.2, whoscored 7.0, sofascore 6.6.

„ემპოლი“ ამ მომენტისთვის 9 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 24 სექტემბერს გასვლაზე თასზე „ტორინოსთან“ ჩაატარებს.

კალიარი. „სარდინია არენა“
კალიარი - ემპოლი 0:2
გოლები: 0:1 კოლომბო (33), 0:2 ესპოზიტო (49)

altQuotidiano Sportivo: გოგლიჩიძემ "იუვენტუსთან" ვეტერანივით ითამაშა - კლუბის

წარმატებული ინვესტიციაა
მკითხველის კომენტარები / 8 /
შეცდომები ქონდა, მარა არაფერი მოყოლია ამ შეცდდმებს ე. ი იღბალით ააქ ეგა მთავარი, დანარჩენს გამოასწორებს.
რრრ
15:14 21-09-2024
0
ჩაჯდა ეს ბიჭი ძირითადში, რასაც მასაც ვულოცავ და ქართულ ფეხბურთსაც.
ჟორა
13:20 21-09-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული