როგორი შეფასება მიიღო მიქაუტაძემ "მარსელთან" მატჩში?

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მეხუთე ტურში „ლიონი“ სახლში „მარსელთან“ 2:3 დამარცხდა. მასპინძელთა გუნდში 67-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე გიორგი მიქაუტაძე და ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენა. მან მიმდინარე ჩემპიონატზე "ლიონის" რიგებში მეხუთე მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა.

ქართველის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 5.6, whoscored 5.4, flashscore 5.1.

„ლიონი“ 4 ქულით მე-14 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 26 სექტემბერს, სახლში ევროპა ლიგაზე „ოლიმპიაკოსთან“ ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მონაკოში რომ გადასულიყო, ხომ არ აჯობებდა ..
ედმონდი
15:59 23-09-2024
0
ლიონს მწვრთნელი ყავს?
ბესიკა
13:00 23-09-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული