როდის მოაქვს ცვლილებებს ცუდი ხვიჩასთვის? - კვარაცხელიამ და ლუკაკუმ ყველაზე დაბალი შეფასება მიიღეს, მაგრამ...

AutoSharing Option
"იუვენტუსისა" და "ნაპოლის" მატჩი (0:0) სანახავად მოსაწყენი კი გამოდგა, თუმცა, ამ ფონზე, სასაუბრო იმაზე მეტი დაგვიტოვა, ვიდრე მოსალოდნელი იყო...

არსებობს სიტუაციები, როცა მწვრთნელს ტაქტიკურ სქემას ფეხბურთელების შესაძლებლობები სთავაზობს და ეს ალბათ ასეც უნდა იყოს. სხვა შემთხვევაა, გადაწყვეტილების მიღებას ამა თუ იმ ზონაში მოთამაშეთა რაოდენობა რომ განსაზღვრავს. მას შემდეგ, რაც "ნაპოლიმ" ორი შოტლანდიელი ნახევარმცველი, მაკტომინეი და გილმორი შეიძინა, იმის შემდეგ ვწერთ, რომ მათ თამაში სურთ. ამავდროულად, მარტივი არც ლობოტკა-ანგისას წყვილის დაშლა იქნებოდა. თანაც, ზელინსკის წასვლის შემდეგ ამის საჭიროებაც თითქოს დგას, მათ
გვერდით მესამე ნახევარმცველი იყოს. როგორც ჩანს, კონტემ ჩათვალა, რომ არსებულ სიტუაციაში შუა ხაზში ფეხბურთელთა რაოდენობის გაზრდა ბალანსსა და კონკურენციაზე კარგი რეაგირება იქნებოდა, რასაც მისი ტაქტიკური სქემა შეეწირა.

იმას მუდამ აღვნიშნავთ, მწვრთნელებს "ბ" გეგმა რომ უნდა გააჩნდეთ და ამ გადასახედიდან მშვენიერია, "ნაპოლის" დამრიგებლისგან საყვარელი 3-მცველიანი ტაქტიკისგან გადახვევა რომ ვნახეთ, მაგრამ ცუდი სხვა კუთხითაა. ერთი ის, რომ თუკი გასულ სეზონში ამბობდნენ, პრეზიდენტ დე ლაურენტისის სურვილს წინ ვერავინ უდგას და გუნდს 4 მცველით ათამაშებენო (არადა, მაცარის საყვარელი სქემა ეს არ ყოფილა), ანტონიო ამ ცვლილებებზე თამამად წავიდა. და მეორე მიზეზი იქნებ ცოტა სუბიექტურიც, თუმცა გუნდისთვის მნიშვნელოვანი - გვინდა, ხვიჩა კვარაცხელიამ სტაბილურ ვითარებასა და პარტნიორების პირობებში ითამაშოს და არა მუდმივ ცვლილებებში. ვხედავთ, სტაბილურობამ მისი და ჩაკვეტაძის როგორი დუეტი ჩამოაყალიბა. ისიც გვახსოვს, წინა სეზონში მარცხენა მცველებს მუდმივად რომ ცვლიდნენ, ამას კარგი შედეგი არც გუნდისთვის და არც "კვარასთვის" არ მოუტანია.

Sportall.Ge

ყველა შემთხვევაში, კვარაცხელია მაინც ადრინდელზე განსხვავებულ პოზიციაზე თამაშობს და ეს უკვე საკმაოდ ახლოსაა იმასთან, რასაც ნაკრებში ვილი სანიოლი ავალებს, მაგრამ როგორც ტაქტიკის განსხვავება, ასევე თანაგუნდელთა განსხვავებული შესაძლებლობები მის თამაშზეც აისახება. მაგალითად, სამი მცველის პირობებში, ნეაპოლური კლუბი უფრო მეტად ინიციატივას თმობს და შედეგს კონტრშეტევებსა და სივრცეების ათვისებაში ელის, სადაც ქართველი შემტევი თავს მშვენივრად გრძნობს. როცა გუნდში მაკტომინეია, ის ცდილობს, შეტევებში აქტიური მონაწილეოობა მიიღოს, სიტუაციისა და რიტმის კონტროლი სცადოს, ხვიჩას კი სიტუაციურად ფლანგზე გადასვლა დასჭირდეს. სხვათა შორის, ტაქტიკის შესაძლო შეცვლასა და შეტევების წარმართვაში მაკტომინეის როლის გაზრდაზე მაშინ დავფიქრდით, როცა "კალიარისთან" შოტლანდიელი მინდორზე კვარაცხელიას ნაცვლად შევიდა.

რამდენად გაგრძელდება ცვლილება და რას მოიტანს, ამას ერთად ვნახავთ. რაც "იუვესთან" ვნახეთ, ეს ტაქტიკური იტალიური დუელი იყო - ნაკლები საგოლე შანსები, კარში დარტყმები... ტურინელთა უპირატესობა პასებსა და ბურთის ფლობაში მაინც საგრძნობი იყო. საფიქრებელია და რა გასაკვირია, რომ ტიაგო მოტამ "კვარაზე" განსაკუთრებით იფიქრა. მასთან ახლოს სავონას დაყენებას, რომელმაც იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებში თავი კარგად წარმოაჩინა და ზაფხულის მოსამზადებელ მატჩებში მშვენიერი იყო, წინასწარ არავინ ელოდა.

ჩვენ კი გვინდა, 77-ე ნომრისგან მუდამ დრიბლინგები ვნახოთ, თუმცა ასეთი ჟანრის შეხვედრაში ეს შეუძლებელიც კია. ეს იყო მატჩი, სადაც თითოეულ მოძრაობასა და გადაადგილებსაც თავისი ფასი და ღირებულება გააჩნდა, დასახული მიზნებიდან მცირე გადახვევაც კი პრობლემას შექმნიდა. კი, კვარაცხელია-ლუკაკუს შემტევმა წყვილმა ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო, მაგრამ ამას ის არ განაპირობებს, რომ მათ მცდელობა დააკლეს ან შესაბამისად ვერ იმოქმედეს. ისე კი, მაინც უნდა ითქვას, მიუხედავად წინა შეხვედრაში შედეგიანობისა, ლუკაკუ ჯერ არც იდეალურ ფორმაშია და ასაკი მის ძველ თამაშს ხელს უშლის, რაც მისგან გვახსოვს...

"ნაპოლის" შუა კვირაში თასზე "პალერმოსთან" მატჩი უწევს, შემდეგ - ჩემპიონატში "მონცა" და "კომო" (ზედიზედ სამი საშინაო შეხვედრა). კონტეს თუკი ცვლილებების გატარება და გუნდის მასთან ადაპტირება სჭირდება, ამისთვის იქნებ საუკეთესო დროა, ოღონდ გუნდს ეს ქულების დაკარგვად არ უნდა დაუჯდეს!

alt"იუვენტუსი" - "ნაპოლი". ნაკლებად სანახაობრივი მატჩი უგოლოდ დასრულდა [VIDEO]

altროდესაც სანახაობა შედეგს შეეწირა - კონტემ კომენტარი გააკეთა

მკითხველის კომენტარები / 11 /
თითქოს უყურებთ, ჩანს რომ გიყვართ კიდეც ეს სპორტი. გამომდინარე აქედან მართლაც აუხსნელად მოჩანს, როგორ შეიძლება ხვიჩა შეადარო მაკტომინეის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმას მაინც შეხედეთ: ეს მანჩესტერი მთელ მსოფლიოში დასდევს ხალხს და ე.ი. არავინ დარჩა იქ თქვენ დონეზე ფეხბურთის მცოდნე, რომ აიღეს და ნაპოლის მიაჩეჩეს ეს ამხელა(თქვენი აზრით) გაქანების ფეხბურთელი. ხვიჩაზე კი რა ტაციაობაც იყო და რა თანხები იუარეს კონტემ და ლაურენტისმა არ გაგიგიათ მაინც? იმ დონეზეც, რომ ფაქტიურად ოსიმენიც კი გაიწირა. არადა ხვიჩასთან ერთად მიყავდა პსჟ-ს მშვენიერ ფასად. ვიცი ამაზე იტყვით ეს ვერაა მთლად სანდო ინფორმაციაო, თუმცა პირველწყაროებიდან მოდიოდა ფაქტიურად. ე.ი. კონტე ისეთი სულელი გგონიათ, რომ მის უპირველეს ვარსკვლავს (შემადგენლობაში ერთადერთ მსოფლიო დონის) აიღებს და სკამზე დასვამს ხომ! აფერუმ თქვენს საფეხბურთო მიხვედრილობას! ამ ამბებს იმიტომ ვყვები, რომ შეიძლება ამით მაინც აღიქვათ რეალობა. თორემ კვარას ფეხბურთი რომ თქვენთვის გასაგები იყოს არც დამჭირდებოდა ამხელა შესავალი. კაცი პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოებს შორისაა და ადარებთ კარგ, მაგრამ მაინც რიგით ფეხბურთელს. ჩემო კარგებო, ხვიჩა და მაკტომინეი სხვადასხა განზომილებაა. ეს დამიჯერეთ და მიიღეთ რწმენის დონეზე და აწი ნუ იმკრეხელებთ. სერია ა-ში ხვიჩა რომ მთელი მატჩი იდგეს მარცხენა ფლანგზე, მაკტომინეის დონის საქმეს მაინც გააკეთებს. დაცვის მინიმუმ ორი კაცი მაინც ეყოლება ესკორტად. ეს პოლიტანო რომ დაგულაობდა ფლანგზე, რავა სიფათი მოწონთ იუვეში მისი თუ რა იწვევს მაგ ამბავს? პ.ს. რას მივაჩემდი ამ მაკტომინეის, მარა მაგ ბიჭმა საუკუნე რომ ითამაშოს, იმასაც კი ვერ გააკეთებს ვერასოდეს, რაც კი ხვიჩას უკვე გაუკეთებია, ასეა ეს და გაიგონეთ, თუ გსურთ რომ ამ სპორტმა ნაღდი სიამოვნება მოგანიჭოთ ოდესმე.
ამატაკი
23 სექტემბერი 2024 22:03
0
კაცი რომ ამას იტყვის, ხვიჩა შეიძლება სკამზე დასვანო ან მაგარი გაბოროტებულია ან აზრზე არაა ფეხბურთის და თან სხვებს და ავტორს ასწავლის. როცა თქვენი ვითომ ცოდნით ხვიჩა "არაფერს აკეთებს", რამხელა სივრცეებს ათავისუფლებს, გაიაზრეთ.

მერე კიდე ამ ავტორისგან მარტო ქება სად ნახეთ, ორი წელია ვკითხულობ ხვიჩაზე რომ წერს. ან გაფუჭებული ახლა ვინ ნახეთ, გააფუჭეთ ქინქლაძე ძველმა თაობამ, არ ივარჯიშო, მაინც მაგატი ხარო.

მოეშვით ცოტა, ჩასაფრებულო ადამიანო
inviz9-ს
23 სექტემბერი 2024 18:41
3
რა კარგით რა? რა საზღვარი? დავიჯერო ჩემზე მეტად გიყვარს ხვიჩა და ჩემზე მეტად გიხარია მისი წარმატება?
დათვურ სამსახურს რომ უწევთ მხოლოდ შექებით მაგას თუ ხვდებით? სერია ა-ს საუკეთსო ფეხბურთლი და ჩემპიონთა ლიგის საუკეთსო ა ხ ა ლ გ ა ზ რ დ ა ფეხბურთელი შარშან წინ იყო და მაშინ მართლაც უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებდა, მათ შორის მოულოდნელობის ეფექტის გამო
სიმართლის თქმა რატომ გაღიზიანებთ? კვარას შესანიშნავი ბურთის გრძნობა აქვს და რბილი უზუსტესი პასის უნარი და მოედნის ხედვა, მაგრამ რაც ნაკლი აქვს ისიც უნდა ითქვას
მაკტომინეი გაგდებული იუნაიტედიდან არ არის და ჩემდა სამწუხაროდ მართლაც უფრო დაღვინებული, რაციონალური გადაწყვეტილებების მიმღბ ფეხბურთელად ჩანდა იუვესთან თამაშში ვიდრე ხვიჩა
თუ ასე გაგრძელდა არაეფექტური თამაშბის სერია არ გამიკვირდება რომ სკამზე დასვას კონტემ კვარაც კი. ეგ ისეთი ტიპია არაფერს მოერიდება
inviz9
23 სექტემბერი 2024 18:03
17
ყველაფერს აქვს საზღვარი ხალხო. სერია ა-ს და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელს მანჩესტერიდან გაგდებული კლასით ჯობიაო, კარგით რა. ან ავტორის გაპრავებული ხვიჩა სად ნახეთ, ნაკლზეც უთითებს და მასეთ მძიმე თამაშში მბაპე იზამდა მეტს?
inviz9-ს
23 სექტემბერი 2024 12:55
8
ნუ მიედ-მოედები ღვთისო და ნუ ცდილობ გაუპრავო კვარას ნაკლოვანებები, რაც მას აქვს.
მაკტომინეი მართლაც მაღალი კლასის ფეხბურთელია და კვარასაც სჯობს კლასიტ. ხვიჩა კი ჯერ დაუმუშავებელი ალმასია. ბევრჯერ დავწერე რომ დარტყმა არ უვარგა და ამ მხრივ პროგრესი არა აქვს.
ბევრჯერ დავწერე რომ დროულად არ იხსნება ხოლმე როცა ბურთი მარცხენა მცველს მოაქვს და ჩერდება ფლანგზე იმის მაგოვრად რომ გაიხსნას და ამით აფერხებს შეტევის რიტმს. იუვესთანაც რამდენჯერმე "ფეხებში მოედო" მაკტომინეის და იმან ხელით კი აჩვენა პირველ ტაიმში გაიწიეო და გაიხსენიო
ორჯერ თუ სამჯერ ქონდა ხვიჩას მომენტი, რომ გამწვავებაზე წასულიყო, ამისთვის მისი საყვარელი სივრცეც ქონდა-მაგრამ ვერ გაბედა-დიახ დიახ ვერ გაბედა და ეს უკვე ხშირად ხდება-ამას ბურთის დაკარგვის შიშით ვერ გაამართლებ, როცა წინ გარბიხარ კონტრშეტევაზე უამრავი სივრცე გაქვს და უნდა კი არა ვალდებული ხარ მეტოქის მოტყუებაზე წახვიდე
და საერთოდ დააკვირდით როცა ბურთს ფლანგზე იღებს და სანამ მეტოქის მოტყუებას დაიწყებს კვარა ჩერდება და მერე ახლიდან იწყებს მოძრაობას, რაც გაცილებით უფრო ურთულებს მოტყუების პროცესს
inviz9
23 სექტემბერი 2024 12:50
36
Inviz9-ს რა ტუზივით დაგეცა გამოხატვის თავისუფლება,არა?!
ადამიანი
23 სექტემბერი 2024 13:45
6
იუვე - ნაპოლი
კარგი ვიდეო (20 წუთი)
https://youtu.be/afXHLLc22bs?si=g1KxYh_M-JmM3CMY
Serie A
23 სექტემბერი 2024 12:33
1
ლუკაკუ და პოლიტანო უნდა გაყიდოს ნაპოლიმ. მაგრამ ეს მალე არ მოხდება.
სატრანსფერო ფანჯარა
23 სექტემბერი 2024 12:22
11
Dislike-ები ვინ დამიხატა? ლუკაკუმ და პოლიტანომ, ალბათ.
სატრასფერო ფანჯარა
23 სექტემბერი 2024 12:49
6
კვარა იმაზეგაცილებით მეტს აკეთებს ვიდრე იმსახურებენ და რამდენსაც უხდიან. რა უკვირთ
Footbol
23 სექტემბერი 2024 11:41
5
მაკტომინეის სახით სერიოზული ძალა მიიღეს, აი ლუკაკუზე იგივეს ვერ ვიტყვი. რაც შეეხება ხვიჩას და ლუკაკუს ცვლილებას, ის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ განხორციელდა რომ კონტე გრძნობდა ვერ მოიგებდა და გოლი რომ არ გაეშვა ახალი ინერგია შემატა პრესინგებს, მეტი არაფერი. ზოგრჯელ ყველაფერი ისე არ მიდის როგორც დაგეგმავ.
semi
23 სექტემბერი 2024 11:00
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული