მასპინძლებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ სტუმრების თავდამსხმელ ბას ნაღდი გოლი არ ჩაუთვალეს. „უოტფორდში“ გიორგი ჩაკვეტაძე 61-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და მაშინვე თამაში გაამწვავა - ორჯერ მისი გადაცემა პარტნიორებმა ვერ გამოიყენეს, ერთხელ კი დარტყმა უოკერმა დაუბლოკა. შემდეგ ჩაკვეტაძის პასით ინსმა ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში გიორგის და მისი თანაგუნდელების მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო და მინიმალური ანგარიშით წააგეს.
მწვრთნელ კლევერლის ქართველი ძირითად შემადგენლობაში რომ დაეყენებინა ან ცოტა ადრე შეეშვა შეცვლაზე, იქნებ "უოტფორდს" სენსაციაც მოეხდინა. ყოველ შემთხვევაში, "ჩაკვემ" კარგი შთაბეჭდილება დატოვა, sofascore-ისა და flashscore-სგან 7.0 შეფასება დაიმსახურა, ხოლო whoscored-ისგან - 6.6.
„უოტფორდი“ 6 ტურის შემდეგ 10 ქულით ჩემპიონშიფში მერვე ადგილზეა და 28 სექტემბერს „სანდერლენდს“ მიიღებს.
მანჩესტერი. „ეტიჰადი“
მანჩესტერ სიტი - უოტფორდი 2:1
გოლები: 1:0 დოკუ (5), 2:0 ნუნიეში (38), 2:1 ინსი (86)
ჩაკვეტაძე დაბრუნდა, "უოტფორდმა" წააგო და "მანჩესტერ სიტისთან" მატჩი ელის [VIDEO]
ასეთ ტემპში, თავისი საჯარიმოდან მეტოქის საჯარიმომდე ბურთის ატანა ჩემს ხანგრძლივ საფეხბურთო მეხსიერებაში მარტო მანუჩარ მაჩაიძეს შეეძლო. იგი თავისი გუნდის არწივი იყო, 1976 წელს ახალკაცის მოსვლის მერე დინამომ საკავშირო თასი (პირველად ისტორიაში ხუთი ფინალის შემდეგ) და ორი ჩემპიონატის (იმ წელს შემოდგომის და გაზაფხულის ჩემპიონატები ჩატარდა) ბრინჯაო მოიგო, თუმცა ახალკაცმა 30 წლის მანო, რომლის დამსახურება ამ მიღწევებში უდიდესი იყო, ამის შემდეგ გუნდიდან გაუშვა.
მიზეზი მისი გენიალური სქემა იყო: საყრდენად დააყენა სულაქველიძე და ყიფიანი დახია თავდამსხმელების უკან ათიანზე. შემდეგ რა ფეხბურთიც ითამაშა დინამომ და როგორი შედეგებით, ყველას გვახსოვს და ახალგაზრდებმა გადმოცენით უნდა იცოდნენ.
ჩაკვესთან ერთად სრულიად საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები პროგრესირებენ მარტის პლეი-ოფების შემდეგ არა მარტო ნაკრებში, არამედ თავიანთ გუნდებშიც. სანიოლის დამსახურება დიდი მგონია ამაში, რადგან ფეხბურთელები უფრო დისციპლინირებულები გახადა, თავდადებულ თამაშს მიაჩვია და თავდაჯერება და გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩაუნერგა.