ჩაკვეტაძემ "ეტიჰადზე" თამაში გაამწვავა და საგოლე პასი გააკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის თასის 1/16-ფინალში „უოტფორდი“ გასვლაზე „მანჩესტერ სიტისთან“ 1:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ სტუმრების თავდამსხმელ ბას ნაღდი გოლი არ ჩაუთვალეს. „უოტფორდში“ გიორგი ჩაკვეტაძე 61-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და მაშინვე თამაში გაამწვავა - ორჯერ მისი გადაცემა პარტნიორებმა ვერ გამოიყენეს, ერთხელ კი დარტყმა უოკერმა დაუბლოკა. შემდეგ ჩაკვეტაძის პასით ინსმა ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში გიორგის და მისი თანაგუნდელების მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო და მინიმალური ანგარიშით წააგეს.

მწვრთნელ კლევერლის ქართველი ძირითად შემადგენლობაში რომ დაეყენებინა ან ცოტა ადრე
შეეშვა შეცვლაზე, იქნებ "უოტფორდს" სენსაციაც მოეხდინა. ყოველ შემთხვევაში, "ჩაკვემ" კარგი შთაბეჭდილება დატოვა, sofascore-ისა და flashscore-სგან 7.0 შეფასება დაიმსახურა, ხოლო  whoscored-ისგან - 6.6.

„უოტფორდი“ 6 ტურის შემდეგ 10 ქულით ჩემპიონშიფში მერვე ადგილზეა და 28 სექტემბერს „სანდერლენდს“ მიიღებს.

მანჩესტერი. „ეტიჰადი“
მანჩესტერ სიტი - უოტფორდი 2:1
გოლები: 1:0 დოკუ (5), 2:0 ნუნიეში (38), 2:1 ინსი (86)

altჩაკვეტაძე დაბრუნდა, "უოტფორდმა" წააგო და "მანჩესტერ სიტისთან" მატჩი ელის [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 17 /
მე არ მიყურებია ეს თამაში.არ ვიცი კარგად ითამაშა თუ არა.არც ის ვიცი მომავალში როგორ ითამაშებს კარგად თუ ცუდად,მაგრამ გიორგი დღესვე რომ გარიყოს საფეხბურთო სამყარომ,პრესამ,ანალიტიკოსებმა ან სპეციალისტებმა ის ჩემთვის იქნება ის ფეხბურთელი რომელმაც იმ ლამაზი და მნიშვნელოვანი გოლით ყაზახეთთან მთელ ქვეყანას ჩაუსახა ქართული ფეხბურთის მომავლის გაბრწყინების იმედი
გოჩა
22:08 25-09-2024
1
ხოოო!! საჯარიმოს გარეთ რომ თანაგუნდელს ბურთს გვერდით დაუგორებ და ის ფანტასტიკურ დარტყმას შეასრულებს და გაიტანს რა საგოლე პასია არ მესმის, გმადლობთ რომ ფენომენალური,გენიალური ან ფანტასტიკური ზეთსართავი სახელი არ ჩააკვეხეთ.
Jora-giorgi
16:24 25-09-2024
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული