ჩაკვეტაძემ "ეტიჰადზე" თამაში გაამწვავა და საგოლე პასი გააკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის თასის 1/16-ფინალში „უოტფორდი“ გასვლაზე „მანჩესტერ სიტისთან“ 1:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ სტუმრების თავდამსხმელ ბას ნაღდი გოლი არ ჩაუთვალეს. „უოტფორდში“ გიორგი ჩაკვეტაძე 61-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და მაშინვე თამაში გაამწვავა - ორჯერ მისი გადაცემა პარტნიორებმა ვერ გამოიყენეს, ერთხელ კი დარტყმა უოკერმა დაუბლოკა. შემდეგ ჩაკვეტაძის პასით ინსმა ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში გიორგის და მისი თანაგუნდელების მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო და მინიმალური ანგარიშით წააგეს.

მწვრთნელ კლევერლის ქართველი ძირითად შემადგენლობაში რომ დაეყენებინა ან ცოტა ადრე
შეეშვა შეცვლაზე, იქნებ "უოტფორდს" სენსაციაც მოეხდინა. ყოველ შემთხვევაში, "ჩაკვემ" კარგი შთაბეჭდილება დატოვა, sofascore-ისა და flashscore-სგან 7.0 შეფასება დაიმსახურა, ხოლო  whoscored-ისგან - 6.6.

„უოტფორდი“ 6 ტურის შემდეგ 10 ქულით ჩემპიონშიფში მერვე ადგილზეა და 28 სექტემბერს „სანდერლენდს“ მიიღებს.

მანჩესტერი. „ეტიჰადი“
მანჩესტერ სიტი - უოტფორდი 2:1
გოლები: 1:0 დოკუ (5), 2:0 ნუნიეში (38), 2:1 ინსი (86)

altჩაკვეტაძე დაბრუნდა, "უოტფორდმა" წააგო და "მანჩესტერ სიტისთან" მატჩი ელის [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 17 /
რაც ჩაკვე შემოვიდა თამაში გათანაბრდა . აშკარად ბევრად მაღალი დონეა ჩაკვე გუნდელებთან შედარებით პასს ვერ აძლევდენ ჩაკვეს მოპოვებულ გაცემულ პასს კი კარგავდნენ. უკეთეს გუნდს იმსახურებს აშკარად
ტოტტი
25 სექტემბერი 2024 00:46
0
100%
ვაჟა
25 სექტემბერი 2024 09:58
0
ძაან ცოტა ნახევარმცველს გადმოაქვს ბურთი თავის საჯარიმოდან ისე როგორც ჩაკვეს, კაკას მაგონებს.
chaach
25 სექტემბერი 2024 10:21
1
მე ინიესტას
მინდია
25 სექტემბერი 2024 13:26
2
ძალიან გახარებული ვარ ჩაკვეს დაბრუნებით და ისეთ ფეხბურთს და ისეთ დონეზე თამაშობს, ადრე რომ არც გვინახავს. ჩაკვე ძველ ფორმას დაუბრუნდა და კიდევ მეტად პრგრესირებს თავის თამაშში.
ასეთ ტემპში, თავისი საჯარიმოდან მეტოქის საჯარიმომდე ბურთის ატანა ჩემს ხანგრძლივ საფეხბურთო მეხსიერებაში მარტო მანუჩარ მაჩაიძეს შეეძლო. იგი თავისი გუნდის არწივი იყო, 1976 წელს ახალკაცის მოსვლის მერე დინამომ საკავშირო თასი (პირველად ისტორიაში ხუთი ფინალის შემდეგ) და ორი ჩემპიონატის (იმ წელს შემოდგომის და გაზაფხულის ჩემპიონატები ჩატარდა) ბრინჯაო მოიგო, თუმცა ახალკაცმა 30 წლის მანო, რომლის დამსახურება ამ მიღწევებში უდიდესი იყო, ამის შემდეგ გუნდიდან გაუშვა.
მიზეზი მისი გენიალური სქემა იყო: საყრდენად დააყენა სულაქველიძე და ყიფიანი დახია თავდამსხმელების უკან ათიანზე. შემდეგ რა ფეხბურთიც ითამაშა დინამომ და როგორი შედეგებით, ყველას გვახსოვს და ახალგაზრდებმა გადმოცენით უნდა იცოდნენ.
ჩაკვესთან ერთად სრულიად საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები პროგრესირებენ მარტის პლეი-ოფების შემდეგ არა მარტო ნაკრებში, არამედ თავიანთ გუნდებშიც. სანიოლის დამსახურება დიდი მგონია ამაში, რადგან ფეხბურთელები უფრო დისციპლინირებულები გახადა, თავდადებულ თამაშს მიაჩვია და თავდაჯერება და გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩაუნერგა.
არჩი
25 სექტემბერი 2024 09:41
0
დღესვე დააყენე ჩაკვე სიტის სასტავში დე ბრუნეს მაგივრად, განსხვავება არ იქნება…. ქართულის მაგივრად ბრიტანული პასპორტი რომ ქონდეს მინიმუმ 50 მილიონი ეღირებოდა და პრემიერლიგის ტოპ კლუბში იქნებოდა. სანამ ჩაკვეს, ქოჩორა და კიტეს სამეულის ფასი 150 მილიონის მაგივრად 10 მილიონია ყველას გაუკვირდება რატომ გავედით ევროზე პლეიოფში, როგორ გავანადგურეთ ჩეხეთი და რატომ ვარ ბ ლიგის ჯგუფში პირველ ადგილზე. ამ სამეულს რომ სათანადო დაფასება ქონდეს და ნაკრების მთლიანი შემადგენლობის ფასი 350 მილიონი იყოს აღარავის გაუკვირდებოდა ჩვენი მიღწევები. კვარა და მამარდას როგორც ედოთ 10 მილიონი და 200 ათასი და 1 წელიწადში “აღმოჩნდა” რომ თურმე კვარა 100 ღირს და მამარდა 40 ეგრეა ამ ბიჭებზეც.
Zaza
25 სექტემბერი 2024 11:27
0
ეს უოტფორდი არაფერი გუნდი არაა მარტო ჩაკვე თამაშობს რა, არ შეეფერბა ეგ გუნდი მაგ ბიჭს,, აი ბარსაში რო თამაშობდეს უკვე სხვა დონე იქნება!!!
მაიცა რა
25 სექტემბერი 2024 09:08
0
უკეთეს გუნდებს იმსახურებენ ჩვენი ვარსკვლავები. უოტფორდი და ვალენსია სუსტი გუნდებია, ლიონის და სენტ-ეტიენის დაცვა უსუსტესია და ნაპოლის დაცვას წელს თითქოს (ბონჯორნო თამაშობს კარგად) ჯერ-ჯერობით არა უშავს, შარშან კატასტროფა იყო და საჩემპიონო წელს კი მენ ჯი იყო კედელი და ეგ ამაგრებდა.
არჩი
25 სექტემბერი 2024 10:38
0
იდეალურ ადგილას არის ამ ეტაპზე მისთვის, ჩემპიონშიპი ურთულესი ტურნირია, ჯერ მარტო 5-6 პრემიერლიგის გულდი თამაშობს , რომელიც ადის-ჩამოდის სუულ. მწვრთნელიც ენდობა, სათამაშო დროც აქვს და მთავარია თვითონ გაიზარდა ფიზიკურად მაგრა და თან მაგას აქცევენ ყურადღებას. პრემიერლიგის გუნდში არ დაელოდებოდნენ როდის შევიდოდა ფორმაში. ეს წელი მთავარია ჩაამთავროს ჯანმრთელად და ზაფხულში რიგი დაუდგებაა მჯერა . ყოველთვის მჯეროდა ჩაკვე შენი დაბრუნების, არ შეიძლება შენი ნიჭი უკვალოდ დაიკარგოოს, მეგა ვარსკვლავი უნდა გახდე აუცილებლად. წარმატებები .
ATP 16
25 სექტემბერი 2024 15:34
0
გიო მართლა მაგარია,ბურთის ფლობის საოცარი ტექნიკა აქ ამ ბიჭს,რომა არა ტრამვა ეხლა უკვე რომელიმე ტოპ გუნდის ფეხბურთელი იქნებოდა,მაგრამ არაუშვს მთავარია ჯანმრთელად იყოს და ასე გააგრძელოს და ტოპ გუნდიც გამოჩნდება.წარმატებები გიოს.
gio gio
25 სექტემბერი 2024 12:20
1
ძალიან მაგარი ფეხბურთელია ულაპარაკოდ იმსახურებს პრემიერლიგაში თამაშს.თანამედროვე ფეხბურთში თვით მეგაგუნდებშიც კი არ არის ამ დონის ინტელექტუალი ნახევარმცევილი რომელსაც ასე ხედავს მოედანს.
რობერტ ჩხარტიშვილი
25 სექტემბერი 2024 12:36
0
ძველი ჩაკვე მალე დაბრუნდება, უკვე ამის ნიშნები ეტყობა, ძაან მაგარი ფეხბურთელია.
ქომაგი
25 სექტემბერი 2024 13:56
0
მე არ მიყურებია ეს თამაში.არ ვიცი კარგად ითამაშა თუ არა.არც ის ვიცი მომავალში როგორ ითამაშებს კარგად თუ ცუდად,მაგრამ გიორგი დღესვე რომ გარიყოს საფეხბურთო სამყარომ,პრესამ,ანალიტიკოსებმა ან სპეციალისტებმა ის ჩემთვის იქნება ის ფეხბურთელი რომელმაც იმ ლამაზი და მნიშვნელოვანი გოლით ყაზახეთთან მთელ ქვეყანას ჩაუსახა ქართული ფეხბურთის მომავლის გაბრწყინების იმედი
გოჩა
25 სექტემბერი 2024 22:08
1

სიახლეები პოპულარული