ჩაკვეტაძემ "ეტიჰადზე" თამაში გაამწვავა და საგოლე პასი გააკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის თასის 1/16-ფინალში „უოტფორდი“ გასვლაზე „მანჩესტერ სიტისთან“ 1:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ სტუმრების თავდამსხმელ ბას ნაღდი გოლი არ ჩაუთვალეს. „უოტფორდში“ გიორგი ჩაკვეტაძე 61-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და მაშინვე თამაში გაამწვავა - ორჯერ მისი გადაცემა პარტნიორებმა ვერ გამოიყენეს, ერთხელ კი დარტყმა უოკერმა დაუბლოკა. შემდეგ ჩაკვეტაძის პასით ინსმა ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში გიორგის და მისი თანაგუნდელების მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო და მინიმალური ანგარიშით წააგეს.

მწვრთნელ კლევერლის ქართველი ძირითად შემადგენლობაში რომ დაეყენებინა ან ცოტა ადრე
შეეშვა შეცვლაზე, იქნებ "უოტფორდს" სენსაციაც მოეხდინა. ყოველ შემთხვევაში, "ჩაკვემ" კარგი შთაბეჭდილება დატოვა, sofascore-ისა და flashscore-სგან 7.0 შეფასება დაიმსახურა, ხოლო  whoscored-ისგან - 6.6.

„უოტფორდი“ 6 ტურის შემდეგ 10 ქულით ჩემპიონშიფში მერვე ადგილზეა და 28 სექტემბერს „სანდერლენდს“ მიიღებს.

მანჩესტერი. „ეტიჰადი“
მანჩესტერ სიტი - უოტფორდი 2:1
გოლები: 1:0 დოკუ (5), 2:0 ნუნიეში (38), 2:1 ინსი (86)

altჩაკვეტაძე დაბრუნდა, "უოტფორდმა" წააგო და "მანჩესტერ სიტისთან" მატჩი ელის [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 17 /
რაც ჩაკვე შემოვიდა თამაში გათანაბრდა . აშკარად ბევრად მაღალი დონეა ჩაკვე გუნდელებთან შედარებით პასს ვერ აძლევდენ ჩაკვეს მოპოვებულ გაცემულ პასს კი კარგავდნენ. უკეთეს გუნდს იმსახურებს აშკარად
ტოტტი
00:46 25-09-2024
0
ძაან ცოტა ნახევარმცველს გადმოაქვს ბურთი თავის საჯარიმოდან ისე როგორც ჩაკვეს, კაკას მაგონებს.
chaach
10:21 25-09-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული