მატჩის დღე! მიქაუტაძე-ლაკაზეტი გოლის გარეშე და კვარაცხელია-ლუკაკუს დასვენება

AutoSharing Option
ევროტურნირები ახალი ფორმატითა და დროით ტარდება. მიმდინარე კვირის ორი დღე ევროპა ლიგას დაეთმო. აქ "ლიონი" დაბრუნდა, მის რიგებში დაბრუნების შემდეგ კი გიორგი მიქაუტაძეს პირველი გოლის გატანა სურს. საქართველოს ნაკრების ფორვარდს ამის ყველაზე კარგი შანსი საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ჰქონდა. მეტი ნდობისა და ნავსის გატეხის შემდეგ "ჟორჟი" აუცილებლად ბევრს გაიტანს. ის ამას აუტსაუდერ "მეცში" ახერხებდა. ახალ სეზონში უგოლოდაა ლიონელთა კაპიტანი ალექსანდრ ლაკაზეტიც; დღეს, 26 სექტემბერს, ჩვენი დროით 23 საათზე, ევროპა ლიგის პირველ ტურში, "ლიონი" კონფერენს ლიგის მოქმედ გამარჯვებულს, "ოლიმპიაკოსს" უმასპინძლებს.

ზუსტად
ამ დროს ითამაშებს ხვიჩა კვარაცხელიაც, რომლის "ნაპოლიმ", ოთხ მატჩში 10 ქულის მოპოვებით, ანტონიო კონტესთან ერთად, სტაბილურობას მიაღწია. ნეაპოლელები ახლა, იტალიის თასის 1/16-ფინალში, "პალერმოს" უმასპინძლებენ.

სამი სეზონის განმავლობაში ნეაპოლელები თასზე მერვედფინალიდან ერთვებოდნენ და იქვე მარცხდებოდნენ. ამ დროს შემადგენლობის როტაცია ყოველთვის დიდი დოზით იყო. კონტეს გუნდმა წელს აქ ადრე დაიწყო, უკვე მეორე მეტოქე ჰყავს და თუკი ამ ბარიერსაც გადალახავს, "ლაციოსთან" დაპირისპირება ელის.

სერია "ბ"-ს წარმომადგენელ სიცილიელებთან ლიდერების, ხვიჩა კვარაცხელიასა და რომელუ ლუკაკუს გარეშე თამაშს ელიან. მიუხედავად იმისა, "ნაპოლი" ევროტურნირებზე არ გამოდის და დასვენებას საკმაოდ ახერხებს, ახლა მთელი სწორება მაინც "მონცასთან" დაპირისპირებაზეა, კონტეს ცალი თვალი ამ შეხვედრისკენ უჭირავს.

Sportall.Ge

"პალერმოს" ამბიცია აქვს, სერია "ა"-ში დაწინაურდეს. მათი მწვრთნელი დიონისია, რომელმაც 2021 წელს ელიტაში "ემპოლი" აიყვანა. პალერმოელებმა ჩემპიონატი ორი მარცხით დაიწყეს და შემდეგ ვითარება მნიშვნელოვნად გამოასწორეს. მათ შემადგენლობაში ერთ დროს "ნაპოლის" გამორჩეული ფეხბურთელის, ლორენცო ინსინიეს ძმა, რობერტო გამოდის, რომელიც ბოლოს გიორგი კვერნაძის "ფროზინონეში" იყო.

შოტლანდიელმა ნახევარმცველმა სკოტ მაკტომინეიმ "იუვენტუსთან" თავდაჯერებულად ითამაშა. მას ახლა სასტარტოში არ ელიან; ძირითად შემადგენლობაში "რეალიდან" გადასულ ცენტრალურ მცველ მარინის ვარაუდობენ. მოგეხსენებათ, მეკარე მერეტი ტრავმირებულია და მის ადგილს ელია კაპრილე დაიკავებს. 23 წლის კიპერს "ემპოლიში" მშვენიერი მატჩები ჰქონდა. რაც შეეხება "პალერმოს" კარს, მშობლიურ კლუბს 37 წლის სალვატორე სირიგუ დაუბრუნდა, რომელსაც მართლაც დახუნძლული კარიერა გამოუვიდა. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ბოლოს ერთმანეთს 2017 წელს დაუპირისპირდნენ.

"ნაპოლის" სავარაუდო შემადგენლობა (4-2-3-1): კაპრილე - მაცოკი, მარინი, ჟესუსი, სპინაცოლა - გილმორი, ფოლორუნშო - ნერეში, რასპადორი, ნგონგე - სიმეონე.

მსაჯი: ჯუზეპე კოლუ.

altროდის მოაქვს ცვლილებებს ცუდი ხვიჩასთვის? - კვარაცხელიამ და ლუკაკუმ ყველაზე დაბალი შეფასება მიიღეს, მაგრამ...

მკითხველის კომენტარები / 13 /
ფეხბურთი გუნდური თამაშია, ამიტომ ისეთებიც უნდა იყვნონ გუნდში პასს, რომ მისცემ და რაღაცას შექმნის და ისეთებიც დროზე პასის მოცემა რომ შეუძლიათ. ამიტომ მარტო ერთმა ლიდერმა მთლად ვარსკვლავები რომ მოწყვიტოს, არაფერი გამოვა. აწყობილ გუნდში ხვიჩა მხეცი იყო, არეულ პსჟ-ში კი მესიმაც ვერაფერი გააკეთა.
ჟორა გაბრიჭიძე
14:31 25-09-2024
2
ჯერ კიდევ საკითხავია ლუკაკო არის თუ არა ჯერ-ჯერობით ნაპოლის უპირობო ლიდერი,ფაქტია მას გუნთან ერთად მომზადება არ გაუვლია,საშინელ ფორმაშია და უკვე ვეტერანია, პრინციპში მას დასამტკიცებელიც არაფერი აქვს, კარიერის დასასრულისკენაა და მხოლოდ ფულისთვი ირჯება, აი კვარას მასთან მიწებება არ მესმის ვის რაში სჭირდება,მისგან განსხვავებით ხვიჩას ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი, ნამდვილი ვასკვლავი და გუნდის ლიდერი რომ გახდეს- გაუნჯობესებული ხელფასი რომ მიიღოს და ბობოლა კლუბების რადარზე რომ მოხვდეს, ამიტომაც მისი ასეთი სუსტი თამაში იუვესთან ლუკაკუსსგან განსხვავებით ძალიან ცუდია, როდესაც თანაგუნდელებს თამაში არ მისდით, თუ ლიდერობაზე და მეგავასკვლავობაზე გაქვს პრეტენზია მაშინ უნდა შეგეძლოს განსხვავების შექმნა და შენი უფერული თამაში იმით არ უნდა გაამართლო რომ ლუკაკუმაც ვერ ითამაშა და ისიც შეცვალესო...ფეხბურთელის კლასი ძირითადათ განისაზღვრება მისი უნარით თუ რამდენად შეუძლია მას განსხვავების შექმნა ძლიერ გუნდებთან,როდესაც პრინციპული თამაშია და შენი თანაგუნდელები ზღვარზე თამაშობენ ან თამაში არ მისდით. კვარას ზუსტად ეს აკლია-ძლიერ გუნდებთან პრინციპულ თამაშებში განსხვავების შექმნა მინდორზე, თორემ როდესაც მისი გუნდი მაგრად თამაშობს ანგარიში მიჰყავს და თანაგუნდელებიც დაფრინავენ-კვარაც სასწაულებს ახდენს.....
28

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული