"ლივერპულმა" ესპანეთში მამამარდაშვილის გამო წარმომადგენლები გააგზავნა - დაკვირვება ქართველ მეკარეზე და პრემიები გიორგის ინგლისური გრანდისგან

AutoSharing Option
Relevo-ს ცნობით, "ლივერპულმა" ლა ლიგის მე-7 ტურის თამაშზე, სადაც "ვალენსია" "ოსასუნას" საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა და ნულოვანი ფრე ითამაშა, თავისი წარმომადგენლები მიაგზავნა.

მიზანი უკვე მათ კიპერზე, გიორგი მამარდაშვილზე დაკვირვება იყო, რომელიც "ღამურების" რიგებში ამ სეზონში იჯარით ითამაშებს.

წყარო წერს, რომ ეს სეზონი ჩვენებურისთვის ერთგვარი ტესტი იქნება და მასზე მუდმივი დაკვირვება გაგრძელდება. "მერსისაიდელთა" ამჟამინდელი მეკარე ალისონი ბრწყინვალედ გამოიყურება, მომავალი წლის ზაფხულში მისი გაშვება იოლი საქმე არ იქნება, თუმცა გიორგის სანაცვლოდ გადახდილი თანხა იმის ნიშნებს იძლევა, რომ "ენფილდზე" ქართველზე დიდ ფსონს ჩამოდიან.

Relevo-სვე
ცნობით, "ლივერპული" მამარდაშვილს ძალიან აფასებს და იმ ხელფასის გარდა, რომელსაც წელს ის "ვალენსიასგან" მიიღებს, ბრიტანელები მცირე პრემიებსაც გადაუხდიან.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილის სანაცვლოდ "მერსისაიდელებმა" 25,1 მილიონი ფუნტი გადაიხადეს და კონტრაქტი 2030 წლამდე გაუფორმეს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვკითხულობ კომენტარებს ჩემს ნათქვამზე, და იმდენად უსუსურია თითოეული მათგანი, რომ რეაგირებადაც არ ღირს, მაგრამ მაინც დავწერ... ფეხბურთელის თამაშზე დაკვირვება რა თქმა უნდა სტადიონზე გაცილებით სჯობს ვიდრე ეკრანზე, მაგრამ აქ მეკარეზეა საუბარი... მცველის, ნახევარმცველის, თავდამსხმელის ყველა მოქმედებას კამერა ვერ აფიქსირებს, რადგან მათი მოქმედების არეალი მთელი მოედანია... მეკარე კი მინდვრის მხოლოდ მცირე, გარკვეულ სეგმენტზე მოქმედებს. და როდესაც მეკარე მოქმედებაშია, ამ დროს ის ყოველთვის ობიექტივის არეალშია... ვერ დაასახელებთ მეკარის ვერც ერთ მოქმედებას, რა დროსაც ის შეიძლება კამერამ არ დააფიქსიროს... ხაზზე თამაში იქნება, გამოსვლაზე, ბურთის თამაშში შეყვანა თუ რამე სხვა... მეტიც, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, შესაძლებელია რომ დაინტერესებულმა პირმა მეკარის ესა თუ ის მოქმედება ეკრანზე ნახოს სხვადასხვა რაკურსით და უფრო მეტად შეიქმნას მასზე წარმოდგენა, ვიდრე ამას სტადიონზე შეძლებდა...ვიმეორებ, აქ მეკარეზე ვსაუბრობ და არა სხვა რგოლის ფეხბურთელზე... ბათუმელამ და მსგავსებმა კი ირონიულ კომენტარებს სჯობს მიუთითონ მეკარის თუნდაც ერთი მოქმედება, რომელიც შეიძლება კამერამ ვერ და არ დააფიქსიროს (იშვიათი გამონაკლისის გარდა)...ლივერპულის წარმომადგენლები მამარდას შესამოწმებლად კი არ იქნებოდნენ ვალენსიაში ჩასულები, არამედ სალაპარაკო ექნებოდათ ვალენსიას ბოსებთან მამარდასთან დაკავშირებით რამე საკითხზე და თან თამაშსაც დაესწრნენ... მამარდაშვილი მათ უკვე შემოწმებულიც ჰყავთ და ნაყიდიც.
ქუთაისი
17:59 26-09-2024
2
მეკარის თამაშს ტელევიზორში რო დააკვირდე პრობლემაა ?!
ქუთაისი
10:20 26-09-2024
36

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული