დიმიტრი ლეკიშვილის შედეგიანი დასაწყისი აშშ-ის საუნივერსიტეტო ლიგაში

AutoSharing Option
21 წლის ქართველი ფორვარდი დიმიტრი ლეკიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საუნივერსიტეტო ლიგაში შედეგიანად იწყებს. "ქემდენის" 6-იანმა 6 მატჩში 5 გოლის გატანა და 3 შედეგიანი პასის შესრულება მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ ლეკიშვილს ჯვარედინი მყესის ტრავმის გამო წელიწადზე მეტი გაუცდა, თუმცა ქართველი ფეხბურთელი ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ შესანიშნავ ფორმაშია.

გადავწყვიტეთ, თავად დიმიტრის გავსაუბრებოდით და სამომავლო გეგმების შესახებაც ვკითხეთ.

- როგორ მოხვდით ამერიკის საუნივერსიტეტო ლიგაში?
- ვთამაშობდი პოლონეთში AKS SMS LODZ-ში, სეზონის ბოლოს ვარჯიშზე სკაუტები გვეწვივნენ და მათგან მივიღე საინტერესო წინადადება, რომ კარიერა ამერიკაში გამეგრძელებინა. მწვრთნელთან
საუბრის შემდეგ გადავწყვიტე წინადადებას დავთანხმებოდი. სამწუხაროდ, აშშ-ში ჩასვლისთანავე, მეორე ვარჯიშზევე მივიღე ჯვარედინი იოგების და მენისკის ტრავმა, რის მკურნალობაშიც წელიწადი და ორი თვე გამიცდა და სულ ახლახანს დავუბრუნდი სეზონს თითქმის სამწლიანი ტრავმების შემდეგ.

- რას გვეტყვით თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ? საინტერესოა, რთულია თუ არა საუნივერსიტეტო ლიგიდან MLS-ში მოხვედრა...
- ამჟამად ჩემი მიზანი უფრო პრესტიჟულ უნივერსიტეტში მოხვედრაა, სიმართლე გითხრათ, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ და ძალიან ბევრს ვშრომობ, თუმცა მოგატყუებთ, რომ გითხრათ, MLS-ში თამაშზე არ ვფიქრობ-მეთქი. მჯერა, თუ ტრავმებმა აღარ შემაწუხა და 1-2 სეზონს სტაბილურად ჩავატარებ, დრაფტზე მოვხვდები, სადაც აშშ-ის მთავარ ჩემპიონატში კარიერის გაგრძელების შანსი მექნება", - განაცხადა ლეკიშვილმა.

ცნობისთვის, დიმიტრი "ვიტ ჯორჯიას" აკადემიის აღზრდილია, რომლის ღირსებასაც 2016/2019 წლებში იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
აი ტალანტი ფეხბურთელია დასაკარგი არაფერი გვაქვს უნდა მოვიწვიოთ გამოგვადგება ნაკრებში წარმატებებს გისურვებთ
ქართველი
09:22 28-09-2024
6

სიახლეები პოპულარული