მიქაუტაძის 67 წუთი და "ლიონის" ალოგიკური გამარჯვება "ტულუზასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის მეექვსე ტურში „ლიონმა“ გასვლაზე „ტულუზა“ 2:1 დაამარცხა.

სტუმართა გუნდის მწვრთნელმა პიერ საჟმა თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ალექსანდ ლაკაზეტის ნაცვლად დააყენა სასტარტოში. დებიუტში ქართველი საჯარიმოში მცველთან, რასმუს ნიკოლაისენთან ბურთზე ბრძოლაში საჯარიმოში წაიქცა, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. მასპინძლები კი იან გბომ დააწინაურა. თუმცა, შემდეგ ნიკოლაესენმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში გათანაბრდა.

„ოლიმპიკი“ ძალიან პასიური იყო, მიქაუტაძეს თავის წარმოჩენის საშუალება არ ეძლეოდა და 67-ე წუთზე შეცვალეს. შეცვლაზე შესულმა ფოფანამ კი კომპენსირებულ დროში გაიტანა (ოლიმპიკმა პირველად დაარტყა კარში) და
თავის გუნდს ალოგიკური გამარჯვება მოუპოვა.

გიორგის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: flashscore 6.4, sofascore 6.3, whoscored 6.0.

„ლიონი“ 7 ქულით მე-10 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 3 ოქტომბერს, ევროპა ლიგაზე გლაზგოში „რეინჯერსთან“ ჩაატარებს.

ტულუზა. „სტად ტულუზე“
ტულუზა - ლიონი 1:2
გოლები: 1:0 გბო (14), 1:1 ნიკოლაესენი (28, საკ. კარში), 1:2 ფოფანა (90+5)

alt"ლიონმა" "ოლიმპიაკოსს" მოუგო - მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვერ თამაშობს. ძალიან უჭირს. კარგია რომ მწვრთნელი სულ ცდილობს რომ ათამაშოს. მაგრამ ეს მაინც მასზე იქნება დამოკიდებული
დავით 67
07:24 30-09-2024
0
ვერ ვიგებ რა ხდება
ტეგო
21:31 29-09-2024
0

სიახლეები პოპულარული