ხვიჩას მესამე გოლი - "ნაპოლიმ" "მონცას" მოუგო და გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეექვსე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „მონცა“ 2:0 დაამარცხა.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას და პოლიტანომ ტურატის კარი დალაშქრა. შემდეგ კვარაცხელიამ პერეირასთან ბურთზე ბრძოლაში ყვითელი ბარათი მიიღო. 33-ე წუთზე ხვიჩამ გაიტანა და ანგარიში გაზარდა. მერე „კვარა“ დრიბლინგისას იცომ წესების დარღვევით შეაჩერა და მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, ნეაპოლური გუნდი უტევდა და ორი მომენტი შექმნა - ქართველის პასი ლუკაკუმ ვერ გამოიყენა, მაკტომინეის თავური კი ოდნავ ასცდა მიზანს. კვარაცხელია 75-ე წუთზე შეცვალეს - მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე
3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

„ნაპოლი“ 13 ქულით ლიდერია და 4 ოქტომბერს „კომოს“ მიიღებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - მონცა 2:0
გოლები: 1:0 პოლიტანო (22), 2:0 კვარაცხელია (33)

alt"ნაპოლის" მატჩის დღე! მაკტომინეიც და პოლიტანოც - კვირას ბევრი ქართველია...
მკითხველის კომენტარები / 6 /
ოსიმენი როგორც პიროვნება არის უარყოფითი ენერგიის მატარებელი. ნიგერიის ნაკრებშიც ყველას წაეჩხუბა და მწვრთნელს აგინებდა საჯაროდ სოციალურ ქსელებში. თურქეთიდანაც ჩხუბით წავა. და ყველა მომავალ მწვრთნელს წაეჩხუბება.
ლუკაკუ
03:22 30-09-2024
1
სად ეს ბალასტი ლუკაკუ და სად ოსიმენი
მალხაზ ჯობავა
01:01 30-09-2024
10

სიახლეები პოპულარული