00:36 30-09-2024
ხვიჩას მესამე გოლი - "ნაპოლიმ" "მონცას" მოუგო და გალიდერდა [VIDEO]
AutoSharing Option
მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას და პოლიტანომ ტურატის კარი დალაშქრა. შემდეგ კვარაცხელიამ პერეირასთან ბურთზე ბრძოლაში ყვითელი ბარათი მიიღო. 33-ე წუთზე ხვიჩამ გაიტანა და ანგარიში გაზარდა. მერე „კვარა“ დრიბლინგისას იცომ წესების დარღვევით შეაჩერა და მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა.
მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, ნეაპოლური გუნდი უტევდა და ორი მომენტი შექმნა - ქართველის პასი ლუკაკუმ ვერ გამოიყენა, მაკტომინეის თავური კი ოდნავ ასცდა მიზანს. კვარაცხელია 75-ე წუთზე შეცვალეს - მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
„ნაპოლი“ 13 ქულით ლიდერია და 4 ოქტომბერს „კომოს“ მიიღებს.
ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - მონცა 2:0
გოლები: 1:0 პოლიტანო (22), 2:0 კვარაცხელია (33)
"ნაპოლის" მატჩის დღე! მაკტომინეიც და პოლიტანოც - კვირას ბევრი ქართველია...
მკითხველის კომენტარები / 13 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
სად ეს ბალასტი ლუკაკუ და სად ოსიმენი
28
15
აფსუს დღემდე კვარას თითქმის ყველა საგოლე პასი გოლად სრულდებოდა და სეზონის ბოლოს უგროვდებოდა ხოლმე ბლომად ასისტები კვარას და ახლა რა იქნება?? ეს ლუკაკუ თუ მოუმატებს კაი იქნება თორე უკვე სამი ასისტი გაუფუჭა კვარას, რასაც ოსიმენი უეჭველი იტანდა იმას ლუკაკუ მაზავს თორე ეხლა კვარას 3-გოლი და 5-ასისტი უნდა ქონდეს მინიმუმ,,დამნახავი მაინც დაინახავს კვარას ოსტატობას და სიდიდეს თუმცა დადებითი სტატისტიკა ფურცელზეც კარგი იქნებოდა, წარმატებები კვარას და ყველა იმ ქართველ ფეხბურთელს რომელიც სამშობლოს გარეთ იღწვის თავისი ქვეყნის წარმოსაჩენად,
27
3
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული