ხვიჩას მესამე გოლი - "ნაპოლიმ" "მონცას" მოუგო და გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეექვსე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „მონცა“ 2:0 დაამარცხა.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას და პოლიტანომ ტურატის კარი დალაშქრა. შემდეგ კვარაცხელიამ პერეირასთან ბურთზე ბრძოლაში ყვითელი ბარათი მიიღო. 33-ე წუთზე ხვიჩამ გაიტანა და ანგარიში გაზარდა. მერე „კვარა“ დრიბლინგისას იცომ წესების დარღვევით შეაჩერა და მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, ნეაპოლური გუნდი უტევდა და ორი მომენტი შექმნა - ქართველის პასი ლუკაკუმ ვერ გამოიყენა, მაკტომინეის თავური კი ოდნავ ასცდა მიზანს. კვარაცხელია 75-ე წუთზე შეცვალეს - მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე
3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

„ნაპოლი“ 13 ქულით ლიდერია და 4 ოქტომბერს „კომოს“ მიიღებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - მონცა 2:0
გოლები: 1:0 პოლიტანო (22), 2:0 კვარაცხელია (33)

alt"ნაპოლის" მატჩის დღე! მაკტომინეიც და პოლიტანოც - კვირას ბევრი ქართველია...
მკითხველის კომენტარები / 13 /
ნაპოლის თამაში მთლიანად
https://www.youtube.com/live/ukJ1BWEOQTw?si=uC_ifiNgA536ruEF
ქ. გ.
30 სექტემბერი 2024 14:36
1
ბოლომდე უყურეთ. ძმაკაცებმა გათიშეს ტრანსლაცია და გამორთეს აიფონი, თორემ კიდევ ბევრი იყო სათქმელი
https://youtu.be/_60zkdZVOsk?si=iVsTZUK_UcpgNHKM
Osimhen
30 სექტემბერი 2024 10:07
1
ოსიმენის თაყვანისმცემლებო!
თქვენ გინდათ, რომ ხვიჩა ოსიმენის ასისტენტი იყოს. კონტეს კი ესმის, რომ ხვიჩა უნდა იყოს ნაპოლის მთავარი ვარსკვლავი, და არა ვინმეს ასისტენტი.
ოსიმენი არის ეგოისტი. ლუკაკუმ რომ ყველა შანსი გააფუჭოს, მაინც უფრო სასარგებლოა გუნდისთვის, ვიდრე ოსიმენი.
ჯუღელი
30 სექტემბერი 2024 09:52
6
აფსუს დღემდე კვარას თითქმის ყველა საგოლე პასი გოლად სრულდებოდა და სეზონის ბოლოს უგროვდებოდა ხოლმე ბლომად ასისტები კვარას და ახლა რა იქნება?? ეს ლუკაკუ თუ მოუმატებს კაი იქნება თორე უკვე სამი ასისტი გაუფუჭა კვარას, რასაც ოსიმენი უეჭველი იტანდა იმას ლუკაკუ მაზავს თორე ეხლა კვარას 3-გოლი და 5-ასისტი უნდა ქონდეს მინიმუმ,,დამნახავი მაინც დაინახავს კვარას ოსტატობას და სიდიდეს თუმცა დადებითი სტატისტიკა ფურცელზეც კარგი იქნებოდა, წარმატებები კვარას და ყველა იმ ქართველ ფეხბურთელს რომელიც სამშობლოს გარეთ იღწვის თავისი ქვეყნის წარმოსაჩენად,
gel-100
30 სექტემბერი 2024 08:37
3
ოსიმენი როგორც პიროვნება არის უარყოფითი ენერგიის მატარებელი. ნიგერიის ნაკრებშიც ყველას წაეჩხუბა და მწვრთნელს აგინებდა საჯაროდ სოციალურ ქსელებში. თურქეთიდანაც ჩხუბით წავა. და ყველა მომავალ მწვრთნელს წაეჩხუბება.
ლუკაკუ
30 სექტემბერი 2024 03:22
9
ოსიმჰენის მიერ მომენტების გამოყენების პროცენტი,გაცილებით მაღალია,ვიდრე ლუკაკუსი.ლუკაკუს საუკეთესო წლები,უკვე გავლილი აქვს და მაშინაც უამრავ მომენტს აფუჭებდა.კი,კარგი ფეხბურთელია,მაგრამ ოსიმჰენის კლასი,გაცილებით მაღალია.მის გვერდით,კვარაც უფრო კაშკაშებდა.რაც შეეხება ხასიათს,ნაპოლიში კლუბის პრეზიდენტმა დაანგრია შიგა ატმოსფერო.ყველას აქვს თავისი ეგო და ხელმძღვანელობამ სამართლიანი მიდგომებით,უნდა შეინარჩუნოს კარგი გუნდური ურთიერთობები.დე ლაურენტისმა,ყველაფერს ლაფიანი წყალი გადაასხა და აამღვრია.კონტე ცდილობს კვლავ შეკრას გუნდი,მაგრამ იმდენი ნაგავია დაგროვილი,მაინც ძნელი იქნება,ბოლომდე დაწმინდოს.ოსიმჰენი ისევ გუნდის წევრია და მოსაშორებელი ჰყავთ,ხვიჩა კი,რაც არ უნდა ეცადოს,არ შეიმჩნიოს,მაინც ბოლომდე ვერ დამალავს,საფუძვლიან უკმაყოფილებას.მგონი სხვებიც იქნებიან განაწყენებულები.
სოსო
30 სექტემბერი 2024 16:42
1
დავით1867!
ყველას წაეჩხუბა. და ხმამაღლა აგინა.
https://youtu.be/_60zkdZVOsk?si=iVsTZUK_UcpgNHKM
სპალეტი
30 სექტემბერი 2024 10:00
3
ყველა გამოხმაურება
სად ეს ბალასტი ლუკაკუ და სად ოსიმენი
მალხაზ ჯობავა
30 სექტემბერი 2024 01:01
15
რა თქმა უნდა მართალი ხარ, მაგრამ აქ ხალხმა ოსიმენი მოიძულა იმიტომ რომ ხვიჩაზე მეტ ხელფასს იღებდა და მათ არ აძლევდა. აბა როგორ შეიძლება საერთოდ ოსიმენის შედარება ლუკაკუსთან
დავით67
30 სექტემბერი 2024 02:03
8
ხო მარა აღარ უნდოდა ამ ოსიმენს ამ ნაპოლში და ძალით ხომ არ ათამაშებდნენ?
rrr
30 სექტემბერი 2024 01:17
2
კიდევ მრავალჯერ ვნახავთ ლუკაკუს გამაზულ საგოლე მომენტებს. ლუკაკუ ხომ გამაზვების ცნობილი დიდოსტატია.
გულშემატკივარი
30 სექტემბერი 2024 01:00
9
აუ ეს ლუკაკუ რა ტლუ და ბოთე რამეა. კაცურად მაგას რასპადორი და იგივე სიმეონე არ სჯობია?
ბს
30 სექტემბერი 2024 00:47
24
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული