ხვიჩა კვლავ გამორჩეული იყო. მის შეჩერებას ან თამაშის წესების დარღვევით ახერხებდნენ, ან მჭიდრო მეურვეობის პირობებში. მსაჯი ჯარიმას გაუგებარ ვითარებაში არ აფიქსირებდა. "კვარამ" უხეშობისთვის გაფრთხილებაც მიიღო, თუმცა საქმე განზრახ მოქმედებასთან არ გვქონია; ამ პერიოდში, მოწინააღმდეგეების მოქმედებების გამო ცოტათი აღელვებული ჩანდა.
კვარაცხელიას შეცვლის შემდეგ უკმაყოფილება ეტყობოდა. წინა ტურში, "იუვესთან", მწვრთნელმა ადრე გაიყვანა, თასზე დაასვენა და როგორც ჩანს, მეტის თამაშის წყურვილი ჰქონდა.
გამარჯვებას თავად ქართველი ფეხბურთელიც გამოეხმაურა: "ვაგრძელებთ სვლას ჩვენი მიზნებისკენ". ნეაპოლელები 6 ტურის შემდეგ ლიდერები არიან, ევროტურნირებზე არ ასპარეზობენ და ტურიდან ტურამდე მოსამზადებლად მეტი დრო აქვთ. ანტონიო კონტეს გუნდი "იუვენტუსს" უკვე დაუპირისპირდა, სხვა გრანდებს კი ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში შეხვდებიან.
ხვიჩას მესამე გოლი - "ნაპოლიმ" "მონცას" მოუგო და გალიდერდა [VIDEO]
წარმატებებს გისურვებ, აბა შენ იცი!
ხვიჩას ფრთაზე უფრო რთული სიტუაციაა: სპინაცოლა ფორმაში არ არის, ოლივერა სუსტი ფეხბურთელია, მაკტომინეი ცუდი ფეხბურთელი არ ჩანს, მაგრამ ხვიჩას ვერ თუ არ ათამაშებს, უფრო ინდივიდუალისტია და საკუთარ თავზე მუშაობს.