კვარაცხელია: "ვაგრძელებთ სვლას ჩვენი მიზნებისკენ"

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მე-6 ტურში "ნაპოლის" (2:0 "მონცასთან") გამარჯვებასა და ხვიჩა კვარაცხელიას (გოლი გაიტანა) თამაშს სერია "ა" ასე გამოეხმაურა - "ქართველი ვარსკვლავი."

Sportall.Ge

ხვიჩა კვლავ გამორჩეული იყო. მის შეჩერებას ან თამაშის წესების დარღვევით ახერხებდნენ, ან მჭიდრო მეურვეობის პირობებში. მსაჯი ჯარიმას გაუგებარ ვითარებაში არ აფიქსირებდა. "კვარამ" უხეშობისთვის გაფრთხილებაც მიიღო, თუმცა საქმე განზრახ მოქმედებასთან არ გვქონია; ამ პერიოდში, მოწინააღმდეგეების მოქმედებების გამო ცოტათი აღელვებული ჩანდა.

კვარაცხელიას შეცვლის შემდეგ უკმაყოფილება ეტყობოდა. წინა ტურში, "იუვესთან", მწვრთნელმა ადრე გაიყვანა, თასზე დაასვენა და როგორც ჩანს, მეტის თამაშის წყურვილი ჰქონდა.
შეგახსენებთ, 77-ე ნომრის მონაპოვარი უკვე 3 გოლი და 2 შედეგიანი პასია.

Sportall.Ge

გამარჯვებას თავად ქართველი ფეხბურთელიც გამოეხმაურა: "ვაგრძელებთ სვლას ჩვენი მიზნებისკენ". ნეაპოლელები 6 ტურის შემდეგ ლიდერები არიან, ევროტურნირებზე არ ასპარეზობენ და ტურიდან ტურამდე მოსამზადებლად მეტი დრო აქვთ. ანტონიო კონტეს გუნდი "იუვენტუსს" უკვე დაუპირისპირდა, სხვა გრანდებს კი ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში შეხვდებიან.

altხვიჩას მესამე გოლი - "ნაპოლიმ" "მონცას" მოუგო და გალიდერდა [VIDEO]

altროდის მოაქვს ცვლილებებს ცუდი ხვიჩასთვის? - კვარაცხელიამ და ლუკაკუმ ყველაზე დაბალი შეფასება მიიღეს, მაგრამ...

მკითხველის კომენტარები / 13 /
კვარა რომ სუპერია ამას მტკიცება არ სჭირდება, მაგრამ გუნდში შესამჩნევია რომ პასს არ აძლევენ დროულად, ან იგნორს უკეთებენ, უფრო პოლიტანოს მხარე იტვირთება, კვარას უფრო მეტი ბურთი სჭირდება, რომ გაამწვავოს თამაში
Nukri
30 სექტემბერი 2024 12:27
2
იტალიელი მსაჯები ხშირად არაობიექტურნი არიან. ამას ემატება ფედერაციის დაპირისპირება წუწურაქ ლაუერნტისთან. ხვიჩა იჭყლიტება ამ ინტრიგებში, მაგრამ თავისას მაინც მიაღწევს!
გიორგი
30 სექტემბერი 2024 12:23
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული