"ქართველი ვარსკვლავი" - სერია "ა"-ს გამოხმაურება - კვარაცხელიას მეტი თამაშის წყურვილი აქვს!..

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მე-6 ტურში "ნაპოლის" (2:0 "მონცასთან") გამარჯვებასა და ხვიჩა კვარაცხელიას (გოლი გაიტანა) თამაშს სერია "ა" ასე გამოეხმაურა - "ქართველი ვარსკვლავი."

Sportall.Ge

ხვიჩა კვლავ გამორჩეული იყო. მის შეჩერებას ან თამაშის წესების დარღვევით ახერხებდნენ, ან მჭიდრო მეურვეობის პირობებში. მსაჯი ჯარიმას გაუგებარ ვითარებაში არ აფიქსირებდა. "კვარამ" უხეშობისთვის გაფრთხილებაც მიიღო, თუმცა საქმე განზრახ მოქმედებასთან არ გვქონია; ამ პერიოდში, მოწინააღმდეგეების მოქმედებების გამო ცოტათი აღელვებული ჩანდა.

კვარაცხელიას შეცვლის შემდეგ უკმაყოფილება ეტყობოდა. წინა ტურში, "იუვესთან", მწვრთნელმა ადრე გაიყვანა, თასზე დაასვენა და როგორც ჩანს, მეტის თამაშის წყურვილი ჰქონდა.
შეგახსენებთ, 77-ე ნომრის მონაპოვარი უკვე 3 გოლი და 2 შედეგიანი პასია.

Sportall.Ge

გამარჯვებას თავად ქართველი ფეხბურთელიც გამოეხმაურა: "ვაგრძელებთ სვლას ჩვენი მიზნებისკენ". ნეაპოლელები 6 ტურის შემდეგ ლიდერები არიან, ევროტურნირებზე არ ასპარეზობენ და ტურიდან ტურამდე მოსამზადებლად მეტი დრო აქვთ. ანტონიო კონტეს გუნდი "იუვენტუსს" უკვე დაუპირისპირდა, სხვა გრანდებს კი ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში შეხვდებიან.

altხვიჩას მესამე გოლი - "ნაპოლიმ" "მონცას" მოუგო და გალიდერდა [VIDEO]

altროდის მოაქვს ცვლილებებს ცუდი ხვიჩასთვის? - კვარაცხელიამ და ლუკაკუმ ყველაზე დაბალი შეფასება მიიღეს, მაგრამ...

მკითხველის კომენტარები / 9 /
მაგარი ის იქნება თუ ყველანი შევცდებით და ნაპოლი ისევ იჩემპიონებს ამ სეზონში.
G.LA
15:23 30-09-2024
0
ხვიჩა, ნერვები მოთოკე და თამაშს მოუმატე!
წარმატებებს გისურვებ, აბა შენ იცი!
SOS!!!
13:36 30-09-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული